დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი უყრაინელ კოლეგას შეხვდა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი, ბენ უოლესი უყრაინაში ჩავიდა და კოლეგას,რეზნიკოვს შეხვდა.

„დიდება მამაც კაცებსა და ქალებს, რომლებიც იბრძვიან თავისუფლებისთვის და იცავენ საკუთარ ქვეყანას. მათი ბრძოლა, ჩვენი ბრძოლაა“, – დაწერა უოლესმა ვიზიტორთა წიგნში.

შეგახსენებთ, გასულ კვირას უყრაინის პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელენსკი დიდ ბრიტანეთს ეწვია და ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, რიში სუნაკს შეხვდა. დიდი ბრიტანეთის პრემიერმა მაშინ აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა „შედარებით მალე“ მზად იქნება, უყრაინელი მფრინავები დასავლეთის მიერ მიწოდებული მოიერიშე თვითმფრინავების გამოყენების შესწავლის მიზნით გაწვრთნას.