ირაკლი კობახიძე: რუსეთის მიმართ სანქციების დაწესება მინიმუმ, 10%-იან ეკონომიკურ ვარდნას გამოიწვევდა

რუსეთის მიმართ სანქციების დაწესება მინიმუმ, 10%-იან ეკონომიკურ ვარდნას გამოიწვევდა. სწორედ ეს უნდათ ჩვენ ოპონენტებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო პატარა ქვეყანაა და რუსეთის ეკონომიკურად დაზიანების რესურსი არ აქვს.

„ჩვენ გვაქვს დათვლილი, რას გამოიწვევდა რუსეთის მიმართ სანქციების დაწესება. ეს იქნებოდა მინიმუმ, 10%-იანი ეკონომიკური ვარდნა. სწორედ ეს უნდათ ჩვენს ოპონენტებს. რუსეთს, რა თქმა უნდა, ვერ დააზიანებს სანქციების დაწესებით. საქართველო პატარა ქვეყანაა და ამის რესურსი არ აქვს, თუმცა ასეთი სანქციებით საკუთარი ხალხის დაზიანება, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას შეუძლია. ამას ბუნებრივია, ჩვენ არ გავაკეთებთ,“ – განაცხადა კობახიძემ.