მედიის ცნობით, უკრაინის “მართლმადიდებლური” ეკლესია ახალ კალენდარზე გადადის

უკრაინის “მართლმადიდებლური” ეკლესია ახალ კალენდარზე გადადის. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ამიერიდან ქვეყანაში ქრისტეშობა 25 დეკემბერს აღინიშნება, ნაცვლად 7 იანვრისა. ასევე, შეიცვლება სხვა დღესასწაულთა თარიღებიც, მათ შორის, ნათლისღება 19 იანვრის ნაცვლად, 6 იანვარს დაწესდება, წმინდა ნიკოლოზის დღე კი, 19 დეკემბრის ნაცვლად, 6 დეკემბერს აღინიშნება.

მედიის ცნობით, აღდგომა და სამების დღესასწაული ძველებურად დადგინდება. ახალ კალენდარზე გადასვლასთან დაკავშირებით ფორმალურ გადაწყვეტილებას 27 მაისს საკათედრო ტაძარში მიიღებენ.