ჟურნალისტი ინგა გრიგოლია, ეხმაურება მთავრობის გადაწყვეტილებას და წერს:
“პუტინიჩებს და ლავრონებს აგრიალებენ საქართველოში ,ხაჭაპურებით აძღობენ,პოლიციით იცავენ და ახლა, როცა ევროკავშირის სტატუსის მოლოდინში ვართ, დამოუკიდებლობის დღისთვის, პარლამენტის გარე ფასადიდან ევროკავშირის დროშა გააქრეს, რომელიც ჯერ კიდევ შარშან იქ ეკიდა??? მეტი როგორღა დაგვიმტკიცონ, რომ არ უნდათ ევროინტეგრაცია !მეტი რაღა ქნან!? მთავარია,მომავალი წლის 26 მაისს დსთს ან რამე მსგავსის დროშა არ დაკიდონ,რაც სულაც აღარ გამიკვირდება? ვისხდეთ ასე და ვუყუროთ, როგორ მიგვაერთეს ნელ-ნელა კრემლს !ვისხდეთ ასე და ვაკაკუნოთ კლავიატურაზე ?”
ცნობისთვის, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ოცნების” ხელისუფლებამ საკანონმდებლო ორგანოზე ევროკავშირის დროშა აღარ გადმოფინა.