საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უყრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ უყრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, რიგით მე-12 შეხვედრას დისტანციურ ფორმატში აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა უმასპინძლა.

„უკრაინის მხარდამჭერი საერთაშორისო ჯგუფის წევრმა თავდაცვის მინისტრებმა და თავდაცვის ძალების მეთაურებმა უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად შექმნილი ვითარება და მიმდინარე ომში უკრაინისთვის კოორდინირებული სამხედრო დახმარების გაწევის საჭიროებები განიხილეს.

უკრაინის საკონტაქტო ჯგუფი ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით 2021 წლის აპრილში ჩამოყალიბდა და უკრაინის მხარდამჭერ 50-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.