F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლის მოწოდება იქნება ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სიგნალი მსოფლიოდან, რომ რუსეთი დამარცხდა, – ამის შესახებ უყრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას ისაუბრა.
„დღეს გავმართე შტაბის პირველი სხდომა ყველა მნიშვნელოვანი ვიზიტის, შეხვედრისა და გადაწყვეტილებების შემდეგ – თავდაცვის შესახებ გადაწყვეტილებები, რომლებზეც საკმაოდ დიდი ხანია, ვმუშაობთ და ახლა ვიღებთ პარტნიორებთან თანამშრომლობით. პირველ რიგში, ეს ეხება საავიაციო კოალიციას – უკრაინის თანამედროვე მებრძოლების კოალიციას“,- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ყველაფერს აკეთებს დროის შესამცირებლად იმისთვის, რომ უყრაინელმა მფრინავებმა შეძლონ, უკრაინის ცაზე ახალი და მძლავრი თვითმფრინავებით იფრინონ.
„ნათელია, რომ ეს გლობალური ნაბიჯი შესაძლებლობას მოგვცემს, გავაფართოვოთ ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობები, რადგან მხოლოდ ძლიერი თვითმფრინავებით ხდება საჰაერო თავდაცვის სისტემა სრულყოფილი. პირველი უკრაინული F-16 იქნება ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სიგნალი მსოფლიოდან, რომ რუსეთი ამ ომს საკუთარი აგრესიის გამო წააგებს. ის უფრო სუსტი და კიდევ უფრო იზოლირებული გახდება. ეს იქნება სიგნალი იმისა, რომ რუსული ტერორი დამარცხდა და ჩვენი სამყარო, რომელიც დაფუძნებულია დამოუკიდებელი სახელმწიფოების პატივისცემაზე, გადარჩა“,- აღნიშნა ზელენსკიმ.
უყრაინის პრეზიდენტის თქმით, უყრაინელმა ჯარისკაცებმა უკვე დაამტკიცეს, რომ მათ შეუძლიათ თანამედროვე იარაღების გამოყენების ეფექტურად დაუფლება. მისი თქმით, მთავარია ვარჯიშისა და მიწოდების სიჩქარე, ანუ „დრო, რომელიც გაივლის გადაწყვეტილებებსა და საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას შორის“.