მობილურებში რომ გვივარდებით მესიჯებით და უსირცხვილოდ გვილოცავთ საქართველოს “დამოუკიდებლობის” დღეს, არ გრცხვენიათ, ხალხის ძარცვით გამდიდრებულო ყაჩაღო ბანკირებო, ხალხის მყვლეფავო შარაგზის ავაზაკებო – აფთიაქების ქსელების მფლობელებო თუ სხვა, ათასი ჯურის ნაძირლებო?!
საქართველოს მთავრობავ, არც შენ ხარ დასანდობი. ნეტავ, რომელ “დამოუკიდებლობას” ულოცავოცავ მიწასთან გასწორებულ, უფლებააყრილ, ღირსებაწართმეულ საქართველოს მოსახლეობას?! ან “თავისუფლების” რომელ დროშებს აფრიალებ მაშინ, როცა თავადაც კარგად უწყი, რომ ამერიკის კოლონია ხარ, რომ კელი დეგნანის დაუკითხავად საჭირო ოთახშიც ვერ შედიხარ.
ჰოდა,მიკვირს, რა ნამუსით აცხადებ, ამერიკის უღელქვეშ მგმინავი საქართველო თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყანააო? როდემდე უნდა ფრიალებდეს მართლმადიდებლურ საქართველოში ე. წ. ქართული, სინამდვილეში – კათოლიკური ჯვრებით “დამშვენებული” როზენკრეიცერების სამარცხვინო დროშები? როდემდე უნდა უყუროს ქართველმა ერმა კანიბალი ამერიკის, ასევე, გარყვნილი ევროპის ბაირახტრებს და ლურჯ-ყვითელი ფერის ძონძებსგან შეკერილ უკრფაშისტების ყროლ დროშებს?! მასონურმა ბანკებმა თავიანთი ბანკომატებიანად და აფთიქებმა ხომ წაიღეს ნერვები ბანდერასტების დროშებით, თუ მოწოდებებით.
უთოფო ყაჩაღებო, კომუნისტური სიმბოლოკები, მათ შორის, სსრკ-ს დროშები აკრძალეთ, რის გასამყარებლად არადემოკრატიული, ფაშისტური კანონიც კი შემოიღეთ მაშინ,
როცა ჩვენი პაპები და მამები, მშობლიურ მიწასთან ერთად, საკუთარი მკერდით იცავდნენ საბჭოთა დროშებს!
მიმიფურთხებია თქვენი “დამოუკიდებლობისათვის,” თქვენი ყალბი თავისუფლებისთვის…
ხმა ჩაიწყვიტეთ,ყაჩაღებო, ნუ გვილოცავთ მკრეხელურ დღესასწაულს 26 მაისს –
რომელმაც ხალხის მტრებს მოგიტანათ ხალხის ძარცვის და ჩაგვრის თავისუფლება, ასე ნანატრი დამოუკდებლობა და არა ჩვენ, თქვენგან გატიალებულ, გაძარცულ მოსახლეობას.
დღეს,რა თქმა უნდა,თქვენ გეზეიმებათ და ზეიმობთ…
ნუგბარ-ნუგბარი საჭმელებით დახუნძლულ სუფრებთან სხედხართ, მუცლებს იყორავთ და ფეხებზე გკიდიათ მშიერი მოსახლეობა, ხალხი, რომლის გარკვეული ნაწილი შიმშილისგან იხოცება. ნეტავი როგორ ჩაგდით პირში ლუკმა, როცა უპოვართა არმია (განურჩევლად სქესისა და ასაკისა) სანაგვე ყუთებსაა გადამხობილი. არამი იყოს თქვენთვის თითოელი ლუკმა. წყეულიმც იყავით, საქონლებო, უკუნითი უკუნისამდე!
ჯენი ბურჯანაძე
(წყარო: სოციალური ქსელი)