სოციალისტური პლატფორმა ევროპარლამენტის დეპუტატებს  თბილისში უმანსპიძლებს

26-დან 29 მაისის ჩათვლით სოციალისტური პლატფორმა ევროპარლამენტის დეპუტატებს, კლერ დეილის და მიკ უოლესს უმანსპიძლებს.

ევროპელი პოლიტიკოსების ვიზიტის მიზანია ადგილზე შეისწავლონ ქართული მხარის (მათ შორის ოფიციალური თბილისის) პოზიცია საქართველოზე განხორციელებულ საერთაშორისო ზეწოლასთან დაკავშირებით, რომლის მიზანიცაა ქვეყნის რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში ჩათრევა. უფრო კონკრეტულად კი, მათ აინტერესებთ აგენტების შესახებ კანონპროექტის ბედი და მარტის დასაწყისის მოვლენები.

კლერ დეილი და მიკ უოლესი გაეცნობიან აგრეთვე ქვეყანაში შექმნილ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.

პოლიტიკოსები გამართავენ შეხვედრებს სხვადასხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან. ერთ-ერთ შეხვედრა შედგება ახლად შექმნილ მოძრაობასთან – „სოლიდარობა მშვიდობისათვის“. შეხვედრები დაიგეგმა საქართველოს პარლამენტშიაც.

ევროპარლამენტის ირლანდიელი დეპუტატები გამოირჩევიან ნატო-ს, აშშ-სა და ევროკავშირის ხელმძღვანელობის მწვავე კრიტიკით.

აღსანიშნავია, რომ დეპუტატები ბრიუსელში დაბრუნების შემდეგ უკვე მომდევნო დღეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ევროპარლამენტის დარბაზში კრიტიკული შეკითხვებით დახვდებიან.

 

საკონტაქტო პირები,

სოციალისტური პლატფორმის საერთაშორისო მდივანი: ილია ლობჟანიძე

სოციალისტური პლატფორმის მდივანი: თემურ ფიფია