„არ შეიძლება, 26 მაისს თავდაცვის მინისტრი ჯერ პრემიერს მიესალმოს, მერე პრეზიდენტს“ – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „არ შეიძლება, 26 მაისს თავდაცვის მინისტრი ჯერ პრემიერს მიესალმოს, მერე პრეზიდენტს“.

როგორც დიასპორის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, „ეს ყველგან იწვევს გაკვირვებას“.

„არ შეიძლება, რომ 26 მაისს თავდაცვის მინისტრმა ჯერ პრემიერს მიესალმოს და მერე პრეზიდენტსა და უმაღლეს მთავარსარდალს, არ შეიძლება, არცერთ ქვეყანაში, ეს ყველგან იწვევს გაკვირვებას და კიდევ ერთ რამეს ვიტყვი – პროტოკოლი არა მხოლოდ შიგნით არის სახელმწიფოს დაცვა და ჩვენი ურთიერთობების დალაგება, ისე რომ არ მოხდეს არაფერი და რაც არ უნდა იყოს აზრების განსხვავება, ყველას თავისი ადგილი ჰქონდეს და ეს იყოს წყნარად, მშვიდად დამკვიდრებული“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.