„ნელსონ მანდელაც იჯდა, მაჰათმა განდიც იჯდა… მიშას მისია ჯერ არ დასრულებულა“ – გუბაზ სანიკიძე

„მგონია, რომ მიშას მისია ჯერ არ არის დასრულებული, წინ აქვს კიდევ მეორე სერია“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ tv პირველის ეთერში განაცხადა.

„ნელსონ მანდელაც იჯდა, მაჰათმა განდიც იჯდა, ძალიან ბევრნი იჯდნენ, მერე გამოდიოდნენ და ნელსონ მანდელამ ახალი სახელმწიფო შექმნა და განდიმ ორი სახელმწიფო შექმნა – პაკისტანი და ინდოეთი. მიშას საერთაშორისო სახელი არის ასეთი, ეს არის უკვე ჩაბეტონებული, ეს არის გრანიტი – „პირველი რეფორმატორი პოსტსაბჭოთა სივრცეში“, – განაცხადა სანიკიძემ.
მან საქართველოს ექსპრეზიდენტს პერსონალურად მიულოცა დამოუკიდებლობის დღე.

მინდა, პერსონალურად მივულოცო მიხეილ სააკაშვილს – მიშა, გილოცავ დღევანდელ დღეს. ვიცი, რომ ხარ მედგრად, გაუტეხლად, ფიზიკურად ძალიან დასუსტებული ხარ, მაგრამ მორალურად ხარ ძალიან ძლიერად. გახსოვდეს, მიშა, ჩვენი წინაპრებიც და გახსოვდეს ჩვენი მომავალიც. ვალდებულება გაქვს ჩვენს წინაპრებთანაც და საქართველოს მომავალთანაც და რატომღაც მგონია, რომ მიშას მისია ჯერ დასრულებული არ არის, წინ აქვს კიდევ მეორე სერია“, – მიმართა სანიკიძემ მიხეილ სააკაშვილს.