“რატომ არ მივიდა კობახიძე ღონისძიებაზე?.. ის არის “ქილერი” – რას წერს გია ხუხაშვილი?

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და კობახიძის ღონისძიებაზე არ ყოფნის მიზეზებზე წერს:

“რატომ არ მივიდა კობახიძე ღონისძიებაზე?
პასუხი, ჩემის აზრით, საკმაოდ მარტივია – ის მოერიდა სალომე ზურაბიშვილთან ახლო კონტაქტს.
ეს დამახასიათებელია პოლიტიკური სოციოპატისთვის, რომელსაც შეუძლია ყველაფერი თქვას და გაუკეთოს ადამიანს დისტანციაზე, მაგრამ უკიდურესად მხდალია პირდაპირ კომუნიკაციაში.
ის არის “ქილერი” რომელსაც შეუძლია ხელი მოაწეროს მილიონი ადამიანის დახვრეტას წარბშეუხრელად, მაგრამ შინაგანად იმდენად სუსტია, რომ თუნდაც ერთი მსხვერპლისთვის თვალებში ჩახედვის საშინლად ეშინია…”

ცნობისთვის, დღეს,26 მაისს ირაკლი კობახიძე არცერთ ღონისძიებაზე არ იყო. “ოცნების” თავმჯდომარე აუზზე ირუჯებოდა.