Spiegel: უკრაინამ გერმანიას Taurus-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების მიწოდება სთხოვა

უკრაინამ გერმანიას Taurus-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების მიწოდება სთხოვა. გამოცემა Spiegel-ის ცნობით, ასეთი მოთხოვნა ბერლინმა რამდენიმე დღის წინ მიიღო.

გერმანული მედიის ცნობით, უკრაინისთვის გერმანული რაკეტების მიწოდების საკითხზე მაისში კანცლერმა ოლაფ შოლცმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრეს.

Taurus-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტის გაშვება გამანადგურებლიდან ხდება, მას 500-მდე კილომეტრის სიშორეზე 400-კილოგრამიანი ქობინის გადატანა შეუძლია. ის ითვლება ეფექტურ იარაღად დაცული სამიზნეების, მაგალითად, ბუნკერებისა და საბრძოლო მასალის საწყობების წინააღმდეგ.