ელჩი რევაზ ბეშიძე: გლობალურ უსაფრთხოების ფორუმზე (GLOBSEC) საქართველოს თავისი პრიორიტეტების ლობირება შეუძლია

წელს გლობალური უსაფრთხოების ფორუმი (GLOBSEC) უპრეცედენტოდ მასშტაბურია. მას 65 ქვეყნიდან 1 000-ზე მეტი მონაწილე დაესწრება. შესაბამისად, ეს არის ძალიან კარგი ფორუმი, სადაც საქართველოს თავისი პრიორიტეტების ლობირება შეუძლია, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს ელჩმა სლოვაკეთში რევაზ ბეშიძემ.

 

მისი თქმით, საქართველოდან კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს ავტორიტეტული დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებთან დაკავშირებით თემატურ პანელზე სიტყვით გამოვა. დისკუსია გაიმართება უსაფრთხოების თემებზე, პირველ რიგში, უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად ევროპის უსაფრთხოების გამოწვევებზე.

დელეგაციის შემადგენლობაშია საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, რომელსაც ექნება ორმხრივი შეხვედრა თავის სლოვაკ კოლეგა, მიროსლავ ვოლხოვსკისთან. დელეგაციის შემადგენლობაშია ასევე, თავდაცვის მინისტრი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

წელს გლობალური უსაფრთხოების ფორუმი (GLOBSEC) არის უპრეცედენტო – მას 65 ქვეყნიდან 1 000-ზე მეტი მონაწილე დაესწრება. შესაბამისად, ეს არის ძალიან კარგი ფორუმი, სადაც საქართველოს თავისი პრიორიტეტების ლობირება შეუძლია. ამ ეტაპზე კი ეს არის კანდიდატის წევრის სტატუსის მიღება მიმდინარე წელს და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხებზე მოლაპარაკებების დაწყება“, – განაცხადა ელჩმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმში (GLOBSEC) მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 29-31 მაისს გაიმართება.