ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო დემარშის მიზნით ლევან დავითაშვილს შეხვდებიან

რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო დემარშის მიზნით, ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ყველა ელჩთან ერთად, საქართველოს ვიცე-პრემიერს/ეკონომიკის მინისტრს ლევან დავითაშვილს შეხვდება.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, დემარში ხორციელდება ევროკავშირის 27 ქვეყნის სახელით.

შეხვედრა დღეს 17:00 საათზე გაიმართება.