ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს:
“მთელი სერიოზულობით მოვემზადე ღამის პოსტის დასაწერად. აი, ისე, ავთანდილი რომ “დაჯდა წერად ანდერძისად. საბრალოსა საუბრისად”. ჰო და, ამივარდა სიცილი… ისტერიული…
ეს პოსტები ისე ხომ არ იწერება. ანუ, თითიდან ვერ გამოწოვ… რაღაც გაწუხებს, ან გიხარია, ან თვლი, რომ აქტუალურია და შენი პოზიციის, ანალიზის, ლოგიკური დასკვნის გადმოცემა, მეგობრებისთვის გაზიარება გსურს.
მოკლედ, მოვიმარჯვე საწერ-კალამი და… წამოვიდა დღის თემები:
1.კობახიძის საზეიმო რუჯი ბასეინზე, ხოშტარიას დედის მიერ შეტყობილი. 2. სალომესთვის, პროტოკოლით გათვალისწინებული, სკამის წართმევის შემზარავი ფაქტი.
3. რას ფიქრობს რუსეთიდან ნებადართულ ფრენებზე ვიქტორ ყიფიანი? (აქ, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ მსმენელთა 99% ეგრევე კითხულობს – ვინაა ვიქტორ ყიფიანიო? ) .
4. ნუ, ყველა ქოცი რომ რუსეთუმეა და ამიტომ გამოდით ყველანი სასწრაფოდ პარლამენტთანო!… და როგორც ყოველთვის, ახლაც, არავინ რომ არ გავიდას უმძიმესი ამბავი…)))))))))))0
ამივარდებოდა ისტერიული სიცილი აბა არაა?!…
იქეთ ომია გაცხარებული, აქეთ, არჩევნებია სამკვდრო-სასიცოცხლო. (ჰო, ვულოცავ ერდოღანს გამარჯვებას! ). ევროპა ცარცის წრეშია, დოლარი “კტება”, ნანი-ნანატრი ერთპოლუსიანი მსოფლიო მარტივ მამრავლებად იშლება, გაღარიბებული ურანი, ატომური ბომბი, კონტრშეტევა, “კინჟალი”, “სოლნცეპიოკი”, ჯანდბა, ჯახრანა…
ესენი კი…
აი, როგორც დაიწყეს კომოს ტბის შანტაჟით, ეგრე აგრძელებენ რუსეთის მოჭიდავეთა ფედერაციის პრეზიდენტის მამიდაშვილის ყოფილი ცოლის ევროინტეგრაციის “ღალატის” სულისშემძვრელი ფაქტებით.
კარგით რაა… მორჩით რაა…
კომოზეც უნდა წავიდნენ, ზაგარიც უნდა მიიღონ, უნდა იქეიფონ და უბრალოდ, იცხოვრონ… იმიტომ, რომ ეს მათი პირადი ცხოვრებაა… იმიტომ, რომ ამას არც დაწერილი კანონი კრძლავს და არც დაუწერელი კანონები.
ეს ახალგაზრდები, არც ზოგიერთივით უკეთებენ ცოლებს დუნდულის კორექციას, ბიუჯეტის ხარჯზე, უცხოეთის პლასტიკური ქირურგიის ცენტრში და არც მიშასავით ასრიალებენ სალომეს ციგით იტალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ბიუჯეტის ხარჯზე!
კიდევ ბევრს გავიხსენებდი, მაგრამ შემდეგისთვის იყოს.
ბოლოს კი, ვინაიდან ეს უსტარი შემომეწერა,ჩემო ოპოპროპაგანდისტებო,
“მე სიტყვასა ერთსა გკადრებ(თ), პლატონისგან სწავლა-თქმულსა:
«სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა».”