“ის არის “ქილერი” რომელსაც შეუძლია ხელი მოაწეროს მილიონი ადამიანის დახვრეტას წარბშეუხრელად, მაგრამ შინაგანად იმდენად სუსტია, რომ …” – გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა:

“რატომ არ მივიდა კობახიძე ღონისძიებაზე?
პასუხი, ჩემის აზრით, საკმაოდ მარტივია – ის მოერიდა სალომე ზურაბიშვილთან ახლო კონტაქტს.
ეს დამახასიათებელია პოლიტიკური სოციოპატისთვის, რომელსაც შეუძლია ყველაფერი თქვას და გაუკეთოს ადამიანს დისტანციაზე, მაგრამ უკიდურესად მხდალია პირდაპირ კომუნიკაციაში.
ის არის “ქილერი” რომელსაც შეუძლია ხელი მოაწეროს მილიონი ადამიანის დახვრეტას წარბშეუხრელად, მაგრამ შინაგანად იმდენად სუსტია, რომ თუნდაც ერთი მსხვერპლისთვის თვალებში ჩახედვის საშინლად ეშინია…” , – წერს ხუხაშვილი.

https://georgia-news.info/2023/05/29/es-strategiuli-mothmenis-politikaa-papuashvili-ruseththan-urthierthobaze/