გიგლა ბარამიძე: კიდევ რა ნაბიჯი უნდა გადაიდგას ხელისუფლების მიერ, რომ ვიღაცები დარწმუნდნენ, რომ ჩვენ ევროპული გზით მივდივართ

კიდევ რა ნაბიჯი უნდა გადაიდგას ხელისუფლების მიერ, რომ ვიღაცები დარწმუნდნენ, რომ ჩვენ ევროპული გზით მივდივართ, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში დიპლომატმა, პროფესორმა გიგლა ბარამიძემ განაცხადა.

ჩვენ არათუ ოფიციალურად გვაქვს გაცხადებული, ძალიან ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით კონსტიტუციაშიც შეტანილი გვაქვს ევროატლანტიკური ინტეგრაცია. დღევანდელი ხელისუფლება ის ხელისუფლებაა, რომელმაც ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, უვიზო რეჟიმი შემოიტანა საქართველოში, თავისუფალი ვაჭრობა, და კიდევ რა ნაბიჯი უნდა გადაიდგას, რომ ვიღაცები დარწმუნდნენ, რომ ჩვენ იმ გზით მივდივართ, რა გზის დამფუძნებლებიც ვართ ისტორიულად. აქ არის უბრალოდ მიდგომები, როგორც იყო მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ უფრო მეტად უნდა დავეხმაროთ უკრაინას, იგივე სააკაშვილთან დაკავშირებით… ყველა არ არის ასე, მაგრამ შეიმჩნევა ტენდენციები, რომელიც უნდა აღმოიფხვრას ქართული ხელისუფლებისა და საზოგადოების ერთიანობითა და იმის მინიშნებით, რომ ჩვენი ეროვნული სახელმწიფოებრივი ინტერესები არ ეწინააღმდეგება ევროკავშირში გაწევრიანებას და რომ ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანება საჯილდაო ქვად არ მიგვაჩნია და ამის გამო ეროვნულ ინტერესებზე ვთქვათ უარი. ერთიც და მეორეც უნდა იყოს თანხვედრაში“, – აცხადებს ბარამიძე.