საქართველოსთვის არასდროს არ დამდგარა საკითხი, შეუერთდებოდა თუ არა საერთაშორისო სანქციებს და გახდებოდა თუ არა ჩრდილოვანი ჰაბი რუსეთისთვის სანქციების არიდების კუთხით. ამ კუთხით შეკითხვები მოხსნილია და რაც მეტი მონიტორინგი ჩამოვა და კიდევ ერთხელ დარწმუნდებიან ამ რეალობაში, უფრო კარგია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„ჩვენმა პარტნიორებმაც უნდა დაინახონ, რომ მხოლოდ პროპაგანდისტული განცხადებებით არ შეიძლება გარკვეული წარმოდგენების შექმნა. ჩვენი მხრიდან სანქციის დაწესება ფაქტობრივად ნულოვანი ეფექტის მომხდენი იქნებოდა, მაგრამ საქართველოს ეკონომიკისთვის სულ მცირე 10%-იანი ეკონომიკური ვარდნა იქნებოდა. ამას გარდა, რუსეთისთვის ეს იქნებოდა ესკალაციის კარგი საბაბი.
როდესაც მუშაობდა ევროკავშირი სანქციების მე-11 პაკეტზე, მათ შორის ერთ-ერთი მიმართულება იყოს რუსეთისთვის სანქციების თავის არიდების პრევენცია, ჩამოთვლილი იყო რამდენიმე ქვეყანა. ამ ჩამონათვალში საქართველოს ხსენებაც არ იყო, ფაქტი არ არსებობს. თუმცა, პოლიტიკური მიზნებისთვის ვიღაცები ამ აღქმებს და ასეთ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.