კადრები სხვა დეტალები დიანა ღურწკაიას ქმრის დაკრძალვიდან

დიანა ღურწკაიას ქმარი, პიოტრ კუჩერენკო ბოლო გზაზე გააცილეს. გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე ასობით ადამიანი მივიდა. კუჩერენკო სამხედრო პატივით დაკრძალეს.

როგორც რუსული მედია წერს, დიანას სახეზე შავი შარფი ეფარა და დედის ხელები ვაჟს ეჭირა. ის ძლივს იკავებდა ემოციებს და დამშვიდობების დროს იტირა. დიანას დაცვა იცავდა, რათა მასთან ახლოს ჟურნალისტები არ მისულიყვნენ.

შეგახსენებთ, მომღერალ დიანა ღურწკაიას ქმარი, პიოტრ კუჩერენკო 46 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა.

კადრები დიანა ღურწკაიას ქმრის დაკრძალვიდანკადრები დიანა ღურწკაიას ქმრის დაკრძალვიდან