ზელენსკი – პუტინი ოცნებობს საბჭოთა კავშირის აღდგენაზე, უყრაინის შემდეგ ის ბელარუსს დაუპირისპირდება

ვლადიმირ პუტინი ოცნებობს საბჭოთა კავშირის აღდგენაზე. უყრაინის შემდეგ ის ბელარუსს დაუპირისპირდება, – ამის შესახებ უყრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმე ზელენსკიმ კორეულ გამოცემა Chosun-თან ინტერვიუში განაცხადა.

„საბჭოთა კავშირის აღდგენა არის პუტინის ცხოვრების მიზანი. ამის მიღწევა დიპლომატიური გზით შეუძლებელია, ამიტომ მან გადაწყვიტა, გამხდარიყო აგრესორი და მოეკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე. პუტინი უკვე თითქმის ორი წელია, თავს არიდებს ჩემთან სატელეფონო საუბარსაც კი, ამის მიზეზი მხოლოდ ერთია – სიმართლე ჩვენკენაა და მას არაფერი აქვს სიმართლის წინაშე სათქმელი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უყრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის ბელარუსში განთავსებას და აღნიშნა, რომ„ახლა ეს არაფერს ნიშნავს უყრაინისთვის“ და რუსეთის რიტორიკა ბირთვული იარაღის გარშემო მხოლოდ წარუმატებელი პოლიტიკაა.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რუსეთი ატომური იარაღის გამოყენების მუქარას იყენებს, ეს იმდენჯერ განმეორდა, რომ უკრაინას აღარ ეშინია. პოლიტიკური შანტაჟი თითქმის ერთადერთი იარაღია, რაც მათ დარჩათ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უყრაინის პრეზიდენტმა ისაუბრა ჩინეთის პოზიციაზე და აღნიშნა, რომ ჩინეთი პირდაპირ არ უჭერს მხარს უყრაინის პოზიციას მშვიდობის საკითხში.

„ჩინეთი პირდაპირ არ უჭერს მხარს უკრაინის პოზიციას. ჩინეთის სამშვიდობო ინიციატივას რაც შეეხება, ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ: ვაფასებთ სხვა ქვეყნების ნებისმიერ ძალისხმევას მშვიდობის მისაღწევად, მაგრამ ჩვენი საკუთარი მშვიდობის ფორმულა, ჩვენი საკუთარი ინიციატივა არის ფუნდამენტური, რადგან ეს ომი დაიწყო უკრაინაში და გრძელდება აქ. ჩინეთი თუ გააკეთებს მკაფიო განცხადებას, რომ რუსული ჯარები უკრაინის ყველა ტერიტორიიდან უნდა გაიყვანონ, მაშინ ვფიქრობ, ეს ჩვენ დაგვეხმარება“,- აღნიშნა ზელენსკიმ.