„ვისაც ეგონა, რომ რამეს ვიტყოდი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ჯობს გამიცნოს“ – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვის გამოსვლის შემდეგ, კომენტარი გააკეთა იმაზე, თუ რა მოლოდინი არსებობდა მის სიტყვასთან დაკავშირებით.

„ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს აქ გამართული შეხვედრები“ – პრეზიდენტი კანდიდატის სტატუსზე

„ვისაც ჰგონია, ან ეგონა, რომ მე აქ ჩამოსვლისას შეიძლება რამე მეთქვა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ესე იგი, არ მიცნობენ ჯერ და ჯობია გამიცნონ“, – განუცხადა ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებს.