კრემლში ცნობად მიიღეს სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადება, რომ სომხეთი უყრაინასთან ომში რუსეთის მოკავშირე არ არის. როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, ეს მნიშვნელოვანი განცხადებაა.
„ეს მნიშვნელოვანი განცხადებაა. ჩვენ ვიცით, რომ უკრაინის კონფლიქტისადმი სომხეთის მიდგომაში არსებობს გარკვეული ნიუანსი, ჩვენ მათ ვითვალისწინებთ, ჩვენ ისინი ვიცით“, – განაცხადა პესკოვმა.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ მოსკოვი უპირობოდ აგრძელებს ერევანთან სამოკავშირეო ურთიერთობების განვითარებას.
მანამდე ნიკოლ ფაშინიანმა „სიენენთან“ განაცხადა, რომ სომხეთი უყრაინასთან ომში რუსეთის მოკავშირე არ არის. „ჩვენი შეგრძნება ამ ომისა და კონფლიქტისგან არის შეშფოთება, რადგან ის მოქმედებს ყველა ჩვენს ურთიერთობაზე”, – აცხადებს სომხეთის პრემიერ-მინისტრი.