რუსი დიდოსტატი: ჩემი ქვეყნის დროშის გარეშე არ ვიასპარეზებ!

ჭადრაკის რუსი დიდოსტატი, მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი მოჭადრაკე (რომელიც გინესის რეკორდის წიგნშია შესული, როგორც ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი – ეს წოდება 12 წლის ასაკში მოიპოვა!) – სერგეი კარიაკინი აღიარებს, რომ მან მიიღო მოწვევა ბაქოში, გამოვიდეს მსოფლიოს თასის ტურნირზე, მაგრამ უარი განაცხადა.

დიდოსტატმა კარიაკინმა სოციალურ ქსელებში გამოაცხადა, რომ იგი ვერ იასპარეზებს თავისი სამშობლოს დროშისა და ჰიმნის გარეშე. მას თავისი ქვეყნის წარმოდგენა სურს.

“მივიღე მოწვევა FIDE-სგან, რათა მონაწილეობა მიმეღო მსოფლიოს თასსზე. მაგრამ ამ ტურნირზე მე ვერ წარმოვადგენ ჩემს ქვეყანას, ვერ ვითამაშებ ჩემი ქვეყნის დროშის ქვეშ, ხოლო წარმატების შემთხვევაში – ვერ მოვისმენ რუსეთის ჰიმნს. მე ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, ჩემი პოზიცია არ იცვლება” – აღნიშნა მან.

სერგეი კარიაკინი 1990 წლის 12 იანვარს დაიბადა ყირიმის დედაქალაქ სიმფეროპოლში.