ინდოეთში, ოდიშას შტატში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 288-ს მიაღწია. ამის შესახებ BBC-ი წერს.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაშავებულთა რიცხვი 900-ს აღემატება.
ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
2 ივნისს ინდოეთში, ოდიშას შტატში, ქალაქ ბალასორის მახლობლად ერთმანეთს სამგზავრო და სატვირთო მატარებლები შეეჯახნენ