ინდონეზიამ უყრაინასთან დაკავშირებით თავისი სამშვიდობო გეგმა წარადგინა

ინდონეზიამ უყრაინასთან დაკავშირებით თავისი სამშვიდობო გეგმა წარადგინა.

ინდონეზიის თავდაცვის მინისტრის, პრაბოვო სუბიანტოს განმარტებით, სამშვიდობო გეგმის მთავარი პუნქტებია: ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა, სამშვიდობო ძალების კონტროლქვეშ დემილიტარიზებული ზონის შექმნა და გაერო-ს ეგიდით ახალი რეფერენდუმების გამართვა „სადავო ტერიტორიებზე“.

სუბიანტოს არ განუმარტავს, რას იგულისხმება „სადავო ტერიტორიებში“.

გარდა ამისა, ინდონეზიის თავდაცვის მინისტრის თქმით, აუცილებელია რუსეთის კონტროლქვეშ არსებული რეგიონების მაცხოვრებლების სურვილების „ობიექტურად ჩამოყალიბება“.

უყრაინამ არაერთხელ განაცხადა, რომ არ არის დაინტერესებული მშვიდობით, რომლის პირობაც უყრაინის ტერიტორიების დაკარგვა იქნება. ამ მიდგომას იზიარებენ აშშ-ში და ევროკავშირში. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ „მათ არ უნდათ სამყარო, რომელიც უკრაინას მეორე ბელარუსად აქცევს.“