რომან გოცირიძე: არცერთი რეკომენდაცია არაა შესრულებული სრულად და რაც შესრულებულია, ისიც არის მინიმალურად

ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ევროკავშირის მიერ გაცემული არცერთი რეკომენდაცია არაა შესრულებული სრულად და რაც შესრულებულია, ისიც არის მინიმალურად.

„რეკომენდაციების შესრულების ნაცვლად, იქ, სადაც ოპოზიციის როლი იყო გათვალისწინებული, მთლიანად გააუქმეს. ოპოზიციის ერთი ხმაც კი არ სჭირდებათ მათ, რომ 12 რეკომენდაცია შეასრულონ“, – აცხადებს რომან გოცირიძე.

საქართველო კანდიდატის ქვეყნის სტატუსს იმსახურებს. ასეთია მმართველი გუნდის შეფასება. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ რადიკალების ბოიკოტის მიუხედავად, რეკომენდაციების დიდი ნაწილი შესრულებულია და მუშაობა გრძელდება.