ბერლინში გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს სიტყვით გამოსვლა მომიტინგეებმა შეაწყვეტინეს.
შოლცი უყრაინისთვის დახმარების გაგზავნაზე საუბრობდა, რა დროსაც აქციაზე 100-მდე აქტივისტი შეიკრიბა, რომლებიც უყრაინისთვის იარაღის მიწოდებას აპროტესტებდნენ.
აქტივისტები შოლცს „მატყუარას“ და „ომის გამამწვავებელს“ უწოდებდნენ.
პროტესტის მიუხედავად შოლცმა გამოსვლა განაგრძო და აღნიშნა, რომ „ომის გამამწვავებელი“ რუსეთის პრეზიდენტია.
„ომის გამამწვავებელი პუტინია. ის 200 000 ჯარისკაცით შეიჭრა უკრაინაში. პუტინს უკრაინის განადგურება სურს“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.