საქართველოში უნგრეთის ელჩის, ანა მარია შიკოს განცხადებით, საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.
ელჩის თქმით, უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს.
„როდესაც ივნისში, სამწუხაროდ, რამდენიმე ქვეყანამ გადაწყვიტა, რომ საქართველო არ იყო მზად კანდიდატის სტატუსისთვის, მაგრამ მისცეს საქართველოს ევროპული პერსპექტივა, რაც უკვე დიდი ნაბიჯია წევრობისკენ. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო უკვე კარგადაა მომზადებული. გაუმჯობესება, რა თქმა უნდა, საჭიროა, მაგრამ საქართველო სწორ გზაზე დგას. ჩვენ გვჯერა, რომ თქვენ მზად ხართ კანდიდატობისთვის და ვიმედოვნებთ, რომ გახდებით წევრები ძალიან მალე. შეგიძლიათ, გქონდეთ უნგრეთის ხმის იმედი“, – განაცხადა ელჩმა.