“ბათუმელების” რეპორტაჟი: „700-800 კილო თამბაქო მექნება გასაყიდი წინა წლიდან. წინა წლებში 40 – 50 ლარადაც იყიდებოდა კილო თამბაქო, ახლა 15 ლარად გავყიდი, ვინმე რომ წაიღებდეს ერთიანად. ახლა იმდენ ჯარიმას გვადებენ, რომ მე მაგას ვერ ავუდივარ – არის შემოტანილი თამბაქო, დიდი ბიზნესმენები და პარლამენტარები მათ თამბაქოს ყიდიან“ – ამბობს მეთამბაქოე კაცი ნენიაში და ნერგებს დაჰყურებს. ვინ პარლამენტარი? – როლანდ მიქელაძე ირონიულ ღიმილით გვპასუხობს: „ყველამ ყველაფერი ისედაც იცის“.