ბელგია უყრაინისგან განმარტებებს მოითხოვს, პროუკრაინული ძალების მიერ გამოიყენებოდა თუ არა ბელგიური წარმოების იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე, – ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ დე კრომ განაცხადა.
„ვაშტინგტონ პოსტის“ ცნობით, კრემლის მოწინააღმდეგე მებრძოლები, რომლებმაც გასულ თვეში თავდასხმა განახორციელეს ბელგოროდის რეგიონში, იყენებდნენ ტაქტიკურ მანქანებს, რომლებიც თავდაპირველად უკრაინას მიეცა შეერთებული შტატების, ასევე პოლონეთის მხრიდან და ბელგიისა და ჩეხეთის რესპუბლიკაში წარმოებულ იარაღს ატარებდნენ.
„ჩვენმა თავდაცვის სამინისტრომ, სადაზვერვო სამსახურებმა გამოძიება დაიწყეს და ითხოვენ ინფორმაციას იმის დასადგენად, რა მოხდა ზუსტად. ევროპული იარაღი მიეწოდება უკრაინას იმ პირობით, თუ ისინი მას უკრაინის ტერიტორიაზე გამოიყენებენ აღნიშნული ტერიტორიის დაცვის მიზნით. ჩვენ გვაქვს მკაცრი კონტროლი იმის დასადგენად, რომ ეს ასეა“, – განაცხადა დე კრომ ბელგიის „რადიო 1“-ის ეთერში.
ბელგიის პრემიერ-მინისტრს არაფერი უთქვამს სამოქმედო გეგმაზე, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ინფორმაცია დადასტურდება.