„ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში“ ევაკუაცია გამოცხადდა

თბილისში, „ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში“ ევაკუაცია გამოცხადდა.

არსებული ცნობით, სკოლის ადმინისტრაციამ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღო შეტყობინება შენობაში ბომბის არსებობის შესახებ.

ამ დროისთვის, სასწავლო პროცესი ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში შეწყვეტილია.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

„ჯერ ჩვენც გარკვეული სიტუაციაში ვართ. ამ ეტაპზე სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – აცხადებს ერთ-ერთი მშობელი.

„დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ ბავშვებს მოვაკითხოთ. ვიცით, რომ უსაფრთხოების მიზნით გამოიყვანეს სკოლიდან განგაშის გამო. სხვა დეტალები ჩემთვის უცნობია“, – აღნიშნავს ერთ-ერთი მშობელი.