ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როტსი პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, საქართველოს ნიკოლოზ სამხარაძეს შეხვდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მიხაელ როტსმა „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა, ნიკოლოზ სამხარაძესთან გულწრფელი დისკუსია ჰქონდა.
მისივე თქმით, საქართველო ევროკავშირს ეკუთვნის და ამისთვის მთავრობამ, პარლამენტმა უნდა შეასრულონ სამუშაო.
„მადლობა გულწრფელი და ღია დისკუსიისთვის ჩემს კოლეგასთან, ნიკოლოზ სამხარაძესთან. ჩვენ ვთანხმდებით, რომ საქართველო ეკუთვნის ევროკავშირს, თუმცა წინ რთული გზაა გასავლელი ბევრი სამუშაოთი. ქართველი ხალხი იმსახურებს, თუმცა ახლა დროა, მთავრობამ და პარლამენტმა შეასრულონ სამუშაო“, – წერს მიხაელ როტსი.