გროზნოს ყოფილი გადაყენებული მერი ან ვთქვათ, ბიზნესმენი, არ შეიძლება „კადიროველებად“ მონათლო და დააბრალო ის, რომ დივერსიული მიზნით შემოვიდნენ – ვოლსკი

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტო და ვიდეომასალას გამოეხმაურა, სადაც ჩანს ავტომობილები ჩეჩნური ნომრებით.

„კადიროველი“ სხვა რამეა, „კადიროველი“ არის თემა, რომელიც უკავშირდება „ბოევიკების“ ჯგუფს, შეიარაღებული დაჯგუფების ადამიანებს. გროზნოს ყოფილი გადაყენებული მერი, ვთქვათ, ბიზნესმენი, რომელსაც გარკვეული ფულადი რესურსი გააჩნია, მონათლო „კადიროველებად“ და დააბრალო ის, რომ შემოვიდნენ დივერსიული, კონსპირაციული მიზნებით, არასწორია.

ფაქტია, რომ ის თემა არ არის, რომლითაც შეიძლება ჩვენი უსაფრთხოების საკითხი, ეროვნული უსაფრთხოების საკითხი რაიმე საეჭვო გარემოებაში აღმოჩნდეს. ასე რომ კონტროლი საკმაოდ ინტენსიურია ნებისმიერ ადამიანთან მიმართებით“, – განაცხადა ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში.