კადაფი და სხვები – ამერიკელთა ანტიჰუმანიზმისა და მხეცობების მაგალითები

სულ ახლახანს, ერთ-ერთ რადიო-ეთერში მოვისმინე ლიბიის ლიდერის, მოამარ კადაფის შესახებ გადაცემა. ჟურნალისტი შემართებით უყვებოდა მსმენელს კადაფის დესპოტური მმართველობის თაობაზე, საშინელებებზე, რაც მან ამ ქვეყანაში ჩაიდინა, როდესაც 27 წლისამ დაამხო მეფის მმართველობა და დაიწყო ახალი სახელმწიფოს შენება.

კადაფი სამხედრო იყო — პოლკოვნიკი, ასე იცნობდა მას მთელი მსოფლიო, თუმცა ჟურნალისტის მტკიცებით, მან, დაბალი ჩინის მქონემ, პოლკოვნიკის სამხედრო წოდება მიითვისა. რაღა პოლკოვნიკის, გენერლის ჩინის მითვისება არ სჯობდა, ვიფიქრე.

კადაფიმ თავისი რეაქციული გამოხდომებით მთელი მსოფლიოს მრისხანება გამოიწვიაო, განსაკუთრებით საკუთარ ხალხშიო, რომელმაც მის ძალადობრივ რეჟიმს შეუტია, დაამხო და სიკვდილით დასაჯაო.

ჟურნალისტი გვიყვებოდა ამბავს პიროვნებისა, რომელმაც უდიდესი კვალი დატოვა არა მარტო ლიბიის, არამედ არაბული სამყაროს, აფრიკის კონტინენტზე მცხოვრებ ხალხთა ისტორიაში.

გაივლის წლები და მოამარ კადაფის სახელი გაცილებით მეტ პოპულარობას მოიპოვებს, ვიდრე დღეს. თუმცა დღესაც არ აკლია მას დიდება — ენით აუწერილი ტანჯვით გამოწვეული სიკვდილის შემდეგ, რომელიც ლიბიაში, სამოქალაქო დაპირისპირების დროს, დასავლეთის სპეცსამსახურების მიერ შეყვანილმა ისლამურმა ტერორისტულმა ორგანიზაციებმა განახორციელეს.

მოამარ კადაფი იყო გამორჩეული პიროვნება არაბულ სამყაროში, რომელმაც თავის სამშობლოს, ლიბიას მოუტანა ის კომუნიზმი, რომელსაც ამაოდ გვპირდებოდა საბჭოთა ლიდერი ხრუშჩოვი.

კადაფის ლიბიის ცხოვრების დონე, დანარჩენ აფრიკის ქვეყნებთან შედარებით საარაკო იყო — აფრიკის 54 ქვეყანას შორის გამორჩეული — უფასო განათლება, სამედიცინო მომსახურება, საცხოვრებელი ბინა, სოციალური დახმარება, ახალშობილი ლიბიელის საბანკო ანგარიშზე გარკვეული სახელმწიფო ფულის დადება, უცხოეთის სასწავლებელში ახალგაზრდის განათლების მიღების დაფინანსება.

არაბულ სამყაროში, სადაც ნავთობის ფასი სასმელი წყლის ფასს ჩამოუვარდება, კადაფიმ გადაწყვიტა ჭაბურღილებიდან ამოღებული წყლით მოსახლეობის დაკმაყოფილება, რისთვისაც წყალსადენი მილების გაყვანის პროექტი შეიქმნა, რის შემდეგაც სასმელი წყლით ლიბიის გარდა სხვა ქვეყნებიც დაკმაყოფილდებოდა.

კადაფი აპირებდა ოქროთი გამაგრებული არაბული დინარის შექმნას, რამაც აშშ-ს საფინანსო-პოლიტიკურ წრეებში დიდი შეშფოთება გამოიწვია. ოქროს დინარი კონკურენციას გაუწევდა დოლარს. ამდენად შემუშავდა გეგმა ლიბიის რევოლუციის. გეგმას მოჰყვა მრავალეთნიკური ლიბიის ერთმანეთთან შეჯახება, კადაფისა და მის სამხედრო ძალებთან სისხლიანი დაპირისპირება.

ე.წ. მოამბოხეების მხარეს უმალ დადგნენ აშშ-ი, ნატოს წევრი სახელმწიფოები, განსაკუთრებით საფრანგეთი და მისი პრეზიდენტი სარკოზი, რომელიც მანამდე კარგ დამოკიდებულებაში იყო კადაფისთან.

ქალაქ სირტთან კადაფი შეიპყრეს, მისი დაცვის მუშაკები დახოცეს, თვით კადაფი აწამეს და შეურაცხყოფა მიაყენეს — ანალურ არხში პალოს შერჭობით.

ამ საშინელ სცენას უყურებდნენ თეთრი სახლის „ოვალურ კაბინეტში“ მყოფი აშშ-ს პრეზიდენტი ობამა, სახელმწიფო მდივანი კლინტონი, სხვა მაღალი რანგის პოლიტიკოსები. და როდესაც კადაფის სული აღმოხდა, გაღიმებულმა კლინტონმა თქვა — მივედით, ვნახეთ, ის მოკვდა.

 არაადამიანური განცხადება მკვლელობის საზარელი სცენის ნახვის შემდეგ ნებისმიერი მამაკაცისთვის ძნელი წარმოსათქმელია, მითუმეტეს ქალისთვის, მაგრამ ქალბატონმა კლინტონმა თავისი ანტიჰუმანური კომენტარით მსოფლიოს ამცნო აშშ-ს პოლიტიკის არაადამიანურობა და დემონსტრირება იმისია, რომ ეს ქვეყანა არაფრის წინაშე უკან არ დაიხევს.

კადაფის მკვლელობის სცენის ყურება ობამას, კლინტონის და სხვათა მიერ მთელი მსოფლიოს განხილვის საგნად იქცა — აშშ-ს ადმინისტრაციის ლანძღვა-გინების თანხლებით.

აღნიშნულის საპირისპიროდ, აშშ-ს ინიციატივით დაიწყო ახალი ანტიკადაფური პროპაგანდა, რამაც შედეგი გამოიღო საქმეში ჩაუხედავ საზოგადოებაში. ასეთი კი უმრავლესობაშია მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში.

ის ჟურნალისტიც იმათ რიგებშია, ვისზეც ამერიკულმა პროპაგანდამ იმოქმედა. შედეგი?

კადაფის მკვლელობიდან მრავალი წლის შემდეგ, საქმეში ჩაუხედავი ჟურნალისტი გვიყვება ამბავს „საზარელი“ კადაფისა, რომელმაც დაიმსახურა სიკვდილი.

ლიბიის ლიდერ კადაფის, ქართული მედია არასდროს გაიხსენებდა, რომ არა მისი კერპი და სათაყვანებელი აშშ-ი. სწორედ ამ ქვეყანას დასჭირდა „ჯალათი“ კადაფის პორტრეტის პოლიტიკური მუზეუმის საცავიდან, საგამოფენო დარბაზში გამოტანა და ქართულმა მედიამაც, როგორც გაწვრთნილმა თუთიყუშმა, უმალ მოგვახალა მტარვალი კადაფის პორტეტზე აუარება შავი ლაქების შესახებ.

რომ არა ამერიკელები, ქართველები კადაფის არც გაიხსენებდნენ, უპირველესად იმიტომ, რომ არაფერი იციან მის შესახებ  და არა მარტო მის, ლიბიის შესახებაც, რომელიც ლიბიელთათვის კადაფის მართლაცდა საამური ცხოვრების შემდეგ პოლიტიკურ ნაცარტუტად იქცა, სადაც მერამდენე წელია ერთმანეთს ექიშპებიან სხვადასხვა სახის დაჯგუფებები.

აშშ-ა ლიბიაში მოახერხა ის, რაც მანამდე სხვაგან, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში, არაბულ ქვეყნებში.

ქართველმა ჟურნალისტმა რომ ლიბია არ იცის, გასაკვირი არ არის. მისი გეოგრაფიული „განსწავლულობა“ ამერიკიდან იწყება და ევროპით მთავდება. დანარჩენი მსოფლიოს ქვეყნებს ის ქვეყნებად არ თვლის. რა გაეწყობა, მას ასე ასწავლეს „გეოგრაფიასთან“ ერთად ფალსიფიცირებული პოლიტიკა — მოდური სიტყვების, „მართვადი ქაოსის“ ცნებით.

„მართვად ქაოსს“ ახალი ტერმინიც დაემატა — „მართვადი კორუფცია“, რაც იმას ნიშნავს, რომ ვაშინგტონმა იცის მისი მოკავშირეების ხელმრუდობა, მაგრამ თვალს ხუჭავს მანამ, ვიდრე მოკავშირის ხელმრუდობას, უფრო ზუსტად ქურდობას ვაშინგტონელის ჯიბის შევსება არ ახლავს თან, მაგრამ თუ რუსული სიტყვა „ატკატობასთან“ დაკავშირებული პრიმიტიული, მაგრამ ათეული წლების პრაქტიკის შედეგად ჩამოყალიბეული პროცედურა ირღვევა, მოკავშირე დაისჯება — მას შემთხვევით აგური დაეცემა თავში ან არჩევნებში დამარცხდება, ან „ფერად-ყვავილოვან“  რევოლუციას მოუწყობენ, ან კიდევ რას, დაახლოებით ისეთს, ყოფილ პრეზიდენტ ტრამპს რომ „გაუხსენეს“ — 27 წლის წინანდელი ამბავი.

თურმე მაშინ მილიარდერი ტრამპი, სილამაზის კონკურსების ერთ-ერთი დამფინანსებელი და სულისჩამდგმელი, სუპერმარკეტში შესულა ცოლისთვის ბიუსტჰალტერის საყიდლად. ზომა არ გახსენებია და კაბინაში, სადაც ტანსაცმელს იზომავენ, მყოფი ქალისთვის უთხოვია შერჩეული ბიუსტჰალტერის მოზომება. ქალბატონიც უმალ დათანხმებულა, რასაც ბლიც-სექსი მოჰყოლოა ტრამპსა და იმ ქალს შორის. სექს-კონტაქტი 3 წუთს გაგრძელებულა — ასე ამტკიცებს გამოძიება.

„დაზარალებული“ 5 მილიონ დოლარს ითხოვს ტრამპისგან. „დამნაშავე“ ტრამპი არათუ იმ ქალბატონს ვერ იხსენებს, არამედ მაღაზიასაც.

ტრამპი რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილს არ გამოთქვამდეს, გაახსენდებოდა ვინმეს ან შეთხზავდა ვინმე ამ სექს-ისტორიას?

რესპუბლიკელებმაც არ დააყოვნეს და მათაც გამოძებნეს ქალბატონი (Tara Reid), ადრე აშშ-ს კონგრესში ნამუშევარი, რომელიც გამწარებული გაჰკივის — ბაიდენი, როდესაც სენატორი იყო, ძალით მხმარობდაო.

სენატორობის დროს, რომ ასეთს ჰქონოდა ადგილი, უფრო დასაჯერებელია, ვიდრე პრეზიდენტობის დროს, ვინაიდან დემენციამორეული ბაიდენი, მეუღლის დახმარების გარეშე „ზმეიკას“ ვერ აგნებს მოსაშარდად.

ბაიდენის სენატორობის დროს გაუპატიურებელი ქალბატონი (Tara Reid) ამჯერად სამშვიდობოზე იმყოფება — მოსკოვში, სრული გარანტიით, რომ აგური თავზე არ დაეცემა.

აი, ასეთ ჰეგემონთან აქვს მსოფლიოს საქმე. აი, ასეთი ქვეყანა გვხიბლავს ჩვენ. აი, ასეთი ქვეყანა მოგვიწოდებს ვიყოთ ტოლერანტები ლგბტ-ს მიმართ. აი, ასეთი ქვეყანა აკანონებს მსოფლიოში ერთნაირსქესიანთა ქორწინებას; თინეიჯერებში სქესის შეცვლას — ქირურგიული ოპერაციით; ახალისებს ჰომოსექსუალთა გაპრეზიდენტებას. მაგალითად, ლატვიის პრეზიდენტად გაქანებული პედერასტი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი რინკევიჩი აირჩიეს. როგორც ამბობენ, მან ხმების უმრავლესობა მაშინ მოიპოვა, როდესაც საჯაროდ განაცხადა, რომ პედერასტია.

პედერასტია აშშ-ს ტრანსპორტის მინისტრი ბუტიჯიჯიც (Peter Paul Montgomery Buttigieg), მას „ქმარიც“ ჰყავს და აყვანილი შვილებიც (ქალ-ვაჟი).

აშშ-ს თეთრი სახლის პრეს-სპიკერი კარინ ჟან-პიერი (Karine Jean-Pierre) ლესბოსელია, რითიც ის ამაყობს. მასაც ახალგაზრდა „ცოლი“ ჰყავს.

რომელი ერთი გავიხსენო? სხვათაშორის ჟან-პიერი კოლუმბიის პრესტიჟული უნივერსიტეტის პროფესორია, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან მისი მსგავსი, დაბალი განათლების დონისანი უხვად არიან არა მარტო აშშ-ს პოლიტიკაში, არამედ ევროკავშირის ქვეყნების. ერთ-ერთი მათგანი ფინეთის პრემიერ-მინისტრი სანა მარინი, მეგობრებში დალევისა და ცეკვის მოტრფიალე, ახლახანს დაემშვიდობა დიდ პოლიტიკას.

მისმა პარტიამ ვერ მოიგო არჩევნებში, მაგრამ გაუმართლა კაია კალასს — ესტონეთის პრემიერს, ის, ისევ გახდა გამარჯვებული პარტიის მიერ არჩეული პრემიერი.

დაბალი პოლიტიკური განათლება და არა მარტო პოლიტიკური, არამედ საერთო, დიდ შესაძლებლობას აძლევს დომინანტ ამერიკას მედიდურად დაჰყურებდეს თავის მოკავშირეებს. თუმცა მისი განათლების დონე გაცილებით ჩამოუვარდება წინამორბედთა ცოდნას.

ზემოთ კორუფცია ვახსენე და რომ არ გამომრჩეს, გეტყვით ევროკავშირის შეფის, ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენის შესახებ. მსოფლიო პრესა გაჯერებული იყო „კოვიდ-19“ საწინააღმდეგო ვაქცინების ჭარბი რაოდენობით შეძენის ისტორიით. ქალბატონ ურსულას და მის მეუღლეს (ჰაიკო ფონ დერ ლაიენი), მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მოხელეს, აბრალიან ვაქცინების უამრავი რაოდენობით შეძენას. თანხა ათეულ მილიონებს აჭარბებს. აღძრულია საქმე, თუმცა დღეს ამაზე მედია აღარ ხმაურობს. აღარც ევროპარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის კორუფციის გამოძიების ამბავს გვიყვებიან.

ამერიკულ-ევროპული მედია შიგადაშიგ აქვეყნებს უკრაინის დღევანდელი ხელისუფლების ქურდობის ისტორიებს, რომელიც არა მარტო იარაღით ვაჭრობას მოიცავს, არამედ ამერიკა-ევროპიდან შესული ფულის ჩაჯიბვას, „ატკატებს“ და ა.შ. — უკრაინა, აშშ-ს პრეზიდენტისა და მისი შვილისთვის ნამდვილ ოქროს საბადოდ არის ქცეული.

მამა-შვილმა მილიონები აკეთეს ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის დროს. როგორც ამერიკული მედია აცხადებს, არც დღეს აკლებენ ხელს.

„კონტროლირებადი კორუფცია“ ძალაშია და დიდ პირად შემოსავალს იძლევა, როგორც ამერიკელი, ისე ევროპელი მაღალჩინოსნებისთვის. პროცესი, ერთობ საამური, მეორე საამურ პროცესს უკავშირდება — გეი-ცხოვრებას, ანუ ზოგიერთათვის გალაღებულს, ზოგიერთათვის პირიქით.

ეს უკანასკნელნი თვლიან, რომ ამგვარ სილაღეს ორგანიზმისა კაცობრიობის გადაშენება  მოჰყვება და მოჰყვება არა შორეულ პერსპექტივაში, არამედ ახლა. ფაქტი ამისა ლგბტ-ობის წინააღმდეგ აქოჩრილი რუსეთის ხელისუფლებაა, ხელისუფლება და არა ხალხი.

ხალხი, განსაკუთრებით რუსული „ბომონდი“, ძალიან „პროდვინუტი“ კულტურისა და ხელოვნების მუშაკები, ხელისუფალთა მოსაზრების საწინააღმდეგო მსოფმხედველობით დამუხტული, ელოდება საკუთარ ჟამს, რომელიც ვულკანის ამოხეთქვის მსგავსად წალეკავს პატრიოტიზმს, ქვეყნისადმი თავდადებას და დააბრუნებს რუსეთს პუტინის დიქტატურიდან, ელცინის თავისუფლებამდე, რომელსაც დაუფიქრებლად შეიძლება ეწოდოს განუკითხაობა.

იმ წლებს, ოთხმოცდაათიანის დასაწყისს, დასავლეთი დემოკრატიულს და წარმატებულს არქმევს. ის წლები, მართლაც დემოკრატიული იყო ამერიკელთათვის. მაშინ ისინი, როგორც საკუთარ სახლში, ისე დაიარებოდნენ კრემლში.

1992 წელს, ერთ-ერთი საჯარო გამოსვლის დროს კუბის რევოლუციის ლიდერმა ფიდელ კასტრომ შეაფასა რა მე-2 მსოფლიო ომის შედეგები, ხაზგასმით აღნიშნა, რომ საბჭოთა კავშირის მემკვიდრე რუსეთს მოუწევს ფაშიზმთან ბრძოლა, ოღონდ ამ ფაშიზმს, იმ ფაშიზმთან შედარებით, დემოკრატია დაერქმევა, ანუ რუსეთი იომებს დემოკრატიასთან, რომელსაც ფაშიზმის თვისებები, ჭკუა-გონება, კაცთმოძულეობა ექნება.

ფიდელ კასტროს წინასწარმეტყველება ახდა. რუსეთი ებრძვის ნეოფაშიზმს, აღზევებულს უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ. კოლექტიური დასავლეთი უკრაინას იყენებს რუსეთის დასაქცევად, დასაშლელად, სამყაროში ერთმმართველობის შესანარჩუნებლად.

მსოფლიო პოლიტიკა პოლიტიკურ ვაკუუმს ვერ იტანს. სიცარიელის შესავსებად დასავლეთს, კერძოდ აშშ-ს დიდი თავისტეხა არ ესაჭიროება, რამეთუ 24-საათიან რეჟიმში მომუშავე ამერიკული სპეცსამსახურები, ინსტიტუტები და სახელმწიფო სტრუქტურები თვით ქმნიან მათთვის ხელსაყრელ თავისუფალ სივრცეს სხვა ქვეყნებში, მათ შორის მოკავშირეშიც.

18 დამოუკიდებელი სპეცსამსახურის ჯაშუშები მუხლჩაუხრელად შრომობენ საზღვარგარეთის ქვეყნების ხალხთა მენტალიტეტის შესასწავლად. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ადამიანის ორგანიზმის შესწავლას, მიდრეკილებას სხვადასხვა სახის დაავადებებისადმი, რაც შესაძლებლობას აძლევს მათ შექმნან ბიოლოგიური იარაღი — არანაკლებ სახიფათო ფლორისა და ფაუნისათვის, ვიდრე ბირთვული იარაღი.

ხელოვნური გზით გამოყვანილი „კოვიდ-19“ მთლად ისეთი ანტიჰუმანური არ გამოდგა, რასაც შემქმნელები გეგმავდნენ, მაგრამ 15 მილიონი ადამიანი გაისტუმრა საიქიოს. აფსუსს, მეტს ელოდნენ, მაგრამ რა გაეწყობა, 15 მილიონი ხომ 15000 არ არის?

„კოვიდ-19“-ით დახოცილი მილიონები, ლგბტ-ობით გამოწვეული გეი-ხვანცალი, ტრანსვესტიტობა, ანუ ხელოვნური გზით შობადობის შემცირება, ნეოფაშიზმი და ომები, რასაც ადგილი აქვს უკრაინაში, სხვაგან, კაცთა მოდგმის გადაშენების შესანიშნავ პერსპექტივას იძლევა. თანამედროვე მალთუსები თავიანთი ქცევით, შემოქმედებით რით არიან კაცთმოძულე მეცნიერზე ნაკლებნი?

ჰეგემონმა ამერიკამ და მისმა ხელქვეითებმა ზემოდან ბრძანებით ბიოლაბორატორიები, ლგბტ პროპაგანდა, ნეოფაშიზმი შემოულაგეს რუსეთს ირგვლივ და დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, სიტყვის თავისუფლების დაცვის საბაბით შეტევას ახორციელებენ მასზე.

მარტოდ დარჩენილი რუსეთი ცდილობს თავი გაართვას გააფთრებულ შემოტევას, მაგრამ შეძლებს?

რუსეთის ხელისუფლება მარტოა. მის წინააღმდეგ არა მარტო აშშ-ი და მისი მოკავშირეები არიან, არამედ თვით რუსეთში არსებული მოღალატური ძალები, რომლებსაც რუსეთის ხელისუფლების, პრეზიდენტის დამხობა სურთ.

გარკვეული ნაწილი ანტირუსულად განწყობილი მოქალაქეებისა ომის დაწყებისთანავე სხვა ქვეყნებში გადასახლდა და ლანძღვა-გინებით იკლებს საკუთარ სამშობლოსა, ხელისუფლებას.

უკრაინასთან დაწყებულმა ომმა რუსეთში არსებული ნეგატიური მომენტები გამოავლინა, მათ შორის ისეთ დარგში, როგორიც სამხედროა. სწორედ ამ საქმეში დაუშვა რუსეთმა შეცდომა, თან არაერთი, რომელთა გამოსწორება ომის მიმდინარეობასთან ერთად უხდება. მიუხედავად შეცდომებისა და მთელი რიგი ქვეყნების მის წინააღმდეგ ამხედრებისა, რუსეთი მეტნაკლებად ართმევს თავს მწვავე გამოხდომებს, რაც საერთო წარმატების მოპოვების საწინდარია.

საქართველო და ქართველი ხალხი, რუსეთით უკმაყოფილო, უკრაინის მხარეზეა. ასეა ოფიციალურად და არაოფიციალურადაც. და ამ პოზიციის ახსნა არცთუ იოლია. პირადად ჩემთვის გაუგებარია, რატომ უნდა ვემხრობოდეთ უკრაინას, ფაშისტურსა და კორუმპირებულს, და არა რუსეთს — ლგბტ-ს, სხვა საშინელების წინააღმდეგ მებრძოლს?

უკრაინელიც ხომ გადაგვარებული რუსია?!

ასეთი ერი მსოფლიო ისტორიაში არ არსებობდა, საბჭოთა კავშირის გაჩენამდე. სწორედ საბჭოთა კავშირმა — ლენინ-სტალინის შექმნილმა, შთაბერა სული უკრაინის, როგორც სახელმწიფოს არსებობას. სახელმწიფოს, რომელმაც დასავლელთა მეცადინეობით სხვა ცხოვრება დაიწყო მოსკოვიდან ნაბოძები დამოუკიდებლობის შედეგად.

დასავლეთმა მოახერხა დამოუკიდებლად არსეობის 30 წლის განმავლობაში უკრაინელის დარწმუნება, რომ ის რუსი არ არის, რომ ის სხვაა, რუსზე დიდი ისტორიისა და ტრადიციების მატარებელი ერია. რუსეთი ის ქვეყანა იყო და არის, მას რომ იმონებდა; კულტურას, ენას, სარწმუნოებას ართმევდა.

დასავლეთმა დაარწმუნა უკრაინელი, რომ მისი ადგილი მათ ოჯახში და არა რუსეთთან კავშირშია; რომ ეს ადგილი მან ბრძოლით, ომით, სისხლით უნდა მოიპოვოს. და ისიც, გაბრიყვებული, გონგამოცლილი, გადაკეთებული ებრძვის საკუთარ სისხლსა და ხორცს. და ამ ბრძოლას ფლიდი, გაიძვერა, ფაშისტი ზელენსკი და მისი გუნდი წარმართავს — დიდი ფულის სანაცვლოდ.

სხვაგვარად წარმოუდგენელია იუდეველი ზელენსკის პროუკრაინული თავდადება. ამერიკელთა მიერ დაშვებული „მართვადი კორუფციის“ მანქანა მთელი სიგრძე-სიგანით გუგუნებს უკრაინაში და რომ მუდამ იგუგუნოს, ცეცხლის შესანთებად ყოველდღიურად ჩადიან დასავლელი ბობოლები, განსაკუთრებით ამერიკელი. რა სიტყვებით არ ამკობენ ისინი ზელენსკის, უკრაინას.

ერთ-ერთმა, აშშ-ს სენატორმა ლინდსი გრემმა (Lindsey Graham), ყოველგვარი მორიდების გარეშე თქვა ის, რაც ნორმალურ მსოფლიოში ამ პიროვნების ისეთ გაკიცხვას გამოიწვევდა ჯერ არნახულს, არ გაგონილს, მაგრამ ამერიკელთა წყალობით გადაქანებული მსოფლიოსთვის გრემის სიტყვები ყელსაკიდად აწყობილი ბრილიანტებია — „აშშ-ს არასდროს ისეთი წარმატებული ინვესტიცია არ განუხორციელებია, როგორიც უკრაინაში. სწორედ ამ ინვესტიციას მოაქვს რუსთა ხოცვაო“.

შეხედეთ „ჰუმანიზმის“ რა დემონსტრირებაა?! იქნებ ფაშიზმის? კაცთმოძულეობის? ყოველგვარი საშინელების? ამის მომსმენმა რუსეთის ხელისუფლებამ ტლინკები ჰყარა და გრემი ძებნილად გამოაცხადა. მერედა რა?

ქართული გამოთქმისა არ იყოს — ხახვი დააჭრა ყურებზე? არც არაფერი! რუსთა რეაქციით გაგულისებულმა გრემმა უარესიც თქვა, ვაშინგტონში დაბრუნებულმა. იძახოს ახლა პუტინმა ჩვენი პარტნიორი ქვეყანა ან ქვეყნებიო დასავლეთთან მიმართებაში.

ნუთუ, ძნელი იყო იმის გაგება, რომ დასავლეთი ყოველთვის მტერი იყო რუსეთის? რომ დასავლეთი ყოველთვის ოცნებობდა დაქცეულ, დანაწევრებულ რუსეთზე? რომ დასავლეთი ყოველთვის თვლიდა და თვლის საკუთარ თავს რუსეთზე მაღლა; რომ დასავლეთი „ღმერთია“, რუსეთი კი მდაბიო, გლახა.

დასავლეთის მიერ საკუთარი თავის პოლიტიკურმა სტრიპტიზმმა, დაგვანახა მისი ნამდვილი სახე. რომ არა უკრაინის ომი, ვერ ვიხილავდით ასეთ დასავლეთს, ჩვენ რომ კეთილად, დემოკრატად, სიმართლის დამცველად, სიტყვის თავისუფლების მებაირახტრე გვეგონა.

დღეს, ვიცით ვინ არის, ვინ არიან, რით სუნთქავენ, რა ამოძრავებთ. მაგრამ ვიცით?

მოსახლეობის უდიდესმა უმრავლესობამ არ იცის ისინი ვინ არიან. მოსახლეობას ჰგონია, რომ ისინი კეთილი ადამიანებია, ხოლო რუსები — ეშვებიან-ბრჭყალებიანი მტარვალები, საქართველოს ტერიტორიის მიმტაცებლები და რახან ასეა, ისტორიის შეხსენება ურიგო არ იქნება.

აი ისიც: „მე-16 საუკუნეში სამხრეთ საქართველოს უდიდესი ნაწილი, ტაო-კლარჯეთი და მესხეთ-ჯავახეთი, აჭარა, ოსმალებმა დაიპყრეს და გურჯისტანის ვილაეთი უწოდეს, რომელიც 8 ადმინისტრაციულ ერთეულად დაჰყვეს — ახალციხის, ხერთვისის, ახალქალაქის, ჩილდირის, ფოცხოვის, პეტრეს, ფანაკის, დიდი არტაანის.

ეს ტერიტორიები მხოლოდ რუსეთის იმპერიის დახმარების შედეგად დაუბრუნდა საქართველოს — პირველი, 1828 წელს, ომის შედეგად მესხეთისა და ჯავახეთის ნაწილები: ქობლიანი, ოძრეხე (აბასთუმანი), ახალციხე, აწყვერი, ასპინძა, ხერთვისი, ახალქალაქი, ჭაჭარაქი, ფოცხოვი, აბოცი (ჩილდირი), ანუ ძველი სამცხე, ჯავახეთი, პალაკაციო,  ერუშეთი.

1877-78 წლების ომის შემდეგ — პარიზის ზავით შემოერთებულ იქნა მესხეთის მეორე ნაწილი: აჭარა — ქობულეთი, შავშეთი, კლარჯეთი, კოლა-არტაანი, ტაოს ჩრდილო ნაწილი ოლთისი.

რუსეთის მიერ შემოერთებული ტერიტორიები შემდეგი მოცულობის იყო:

ახალციხის მაზრა — 2706 კვ. კმ;

ახალქალაქის მაზრა — 2793 კვ. კმ;

ბათუმის ოლქი — 3749 კვ. კმ;

ართვინის ოლქი — 3339 კვ. კმ;

ფოცხოვის ოლქი — 588 კვ. კმ;

არტაანის ოლქი — 5137 კვ. კმ;

ოლთისის ოლქი — 3051 კვ. კმ;

სულ 21393 კვ. კმ. ანუ საქართველოს ტერიტორიის მესამედზე მეტი. ძველი მესხეთის ტერიტორიებიდან ოსმალეთში დარჩა ჭანეთი, ანუ ლაზისტანი, ზემო ჭოროხის ზედა ნაწილი.

როდესაც ვახსენებთ ტოპონიმებს ბათუმი, ქობულეთი, ახალციხე, ახალქალაქი, ასპინძა, აწყური, … რუსეთი უნდა გავიხსენოთ. რომ არა ის, ეს სახელები თურქეთის ტერიტორიაზე იქნებოდა, მაგრამ იქნებოდა?

იქნებოდა თურქული სახელებით.

ახლა რითიც დავიწყე, იმით დავამთავრებ, ანუ ცრუ ინფორმაციით, რომელიც მოჭიკჭიკე ჟურნალისტმა გვამცნო. საჭიკჭიკო თემად ამერიკელთა მიერ გავრცელებული ტყუილები გამოიყენა ლიბიის ლიდერ კადაფის ბოროტებათა აღწერით, სინამდვილეს რომ არ შეეფერება.

და ამ დროს სრულიად „დემოკრატიული“ დასავლეთი გუნდრუკს უკმევს იუდეველ ზელენსკის, რომელმაც უკრაინის 300000 ახალგაზრდა ჯარისკაცი მიწაში ჩააწვინა; გაანადგურა ქვეყნის ეკონომიკა — საბჭოთა კავშირის დროს მოწინავე ევროპაშიც; აკრძალა ოპოზიციური პარტიები, ისე, როგორც ოპოზიციური ტელეარხები; აკრძალა რუსული ენა — ქვეყნის მოსახლეობის 90%-სთვის მშობლიური; „დამნაშავეები“ ქალაქის ბოძებზე მიაბა და სულის ამოხდამდე როზგა. უკრაინის საზოგადოება ფაშისტურად აქცია; დიდ სამამულო ომში სახელგანთქმული მხედართმთავრების ძეგლები დაანგრია და მათ ნაცვლად ფაშისტების ბანდერასა და შუხევიჩის ძეგლები აღმართა. მსოფლიო 2 დაპირისპირებულ ბანაკად აქცია, ერთმანეთის გასანადგურებლად, ბირთვული იარაღის გამოყენებასაც რომ არ მოერიდება.

შექმნა მსოფლიო ეკონომიკურ-საფინანსო კრეზისი, ენით აუწერელი კორუფცია.

ასეთს დემოკრატად ნათლავს დასავლეთი და მისი კარნახით საქართველო, სადაც უკრაინის დროშებს ისე აფრიალებენ, როგორც საკუთარს; ზელენსკისა და მის ბანდას გმირებად მოიხსენიებენ.

რას ნიშნავს ეს, თუ არა აშშ-ს მიერ ჩვენთვის გაკეთებულ ვაქცინას — გადაგვარების, გადაქანების, საღი აზრის დახშობის მიზნით?

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი