ყირგიზეთში ძალოვანმა უწყებებმა რამდენიმე პირი დააკავეს, რომლებიც, გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებდნენ. ინფორმაციას 24.kg ავრცელებს.
ოფიციალური პირები მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ, მაგრამ ქსელში დაკავების ბევრი ვიდეო გავრცელდა.
„პირთა ჯგუფი ძალისმიერი გზით ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ცდილობდა. კონკრეტულად ვინ დააკავეს სპეცსამსახურები, უცნობია“, – წერია ინფორმაციაში.
რამდენიმე დღის წინ ყირგიზეთის პრეზიდენტმა სადირ ჟაპაროვმა განაცხადა, რომ მის ქვეყანას ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავების სურვილი აქვს. ოფიციალურად ყირგიზეთი რუსეთის მოკავშირეა, ის კოლექტიური უსაფრთხოების და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრია. ამასთანავე 2023 წლის მაისში იქ საჩვენებლად გაასამართლეს პირი, რომელიც უკრაინაში რუსეთის მხარეს იბრძოდა და მას 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.