ჩვენი მიზანი იქნება ამ არჩევნებზე რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ დამარცხება, სხვა დანარჩენის მიზანი როგორც ჩანს, ალბათ 5%-იანი ბარიერის გადალახვა იქნება, რაც ჩვენ ძალიან გაგვიხარდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ნადირაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„ჩვენ მზად ვართ კოალიციური მთავრობისთვის და მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველა პროდასავლურ პარტიასთან“, – აღნიშნა ნადირაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მთავარი დამარცხების გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს.