რუსი მოციგურავეები გლებ სმოლკინი და დიანა დევისი ადასტურებენ, რომ ისინი საქართველოს სახელით იასპარეზებენ

რუსი მოციგურავეები გლებ სმოლკინი და დიანა დევისი ადასტურებენ, რომ ისინი საქართველოს სახელით იასპარეზებენ.

სმოლნიკი სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ სამენოვან, მათ შორის, ქართულენოვან „პოსტს“ აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ისინი ყინულის მოედანზე ასპარეზობის შესაძლებლობას მოუთმენლად ელიან.

„მადლიერებას გამოვხატავთ ყველა იმ გულშემატკივრის მიმართ, რომლებიც მუდმივად მხარს გვიჭერდნენ და კვლავაც აგრძელებენ ჩვენ ამ თანადგომას. ჩვენ სპორტულ ცხოვრებაში სრულიად ახალი ეტაპი იწყება. მოუთმენლად ველით შესაძლებლობას, ვიასპარეზოთ ყინულის მოედანზე,“ – წერს სმოლკინი სოციალურ ქსელში.