უყრაინის შეიარაღებული ძალები დაცვიდან შეტევაზე გადავიდნენ, – ამის შესახებ უყრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა.
უყრაინის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ბოლო ერთი დღის განმავლობაში ბახმუტის მიმართულების სხვადასხვა ნაწილში უყრაინის არმიამ 200-დან 1 100 მეტრამდე წაიწია წინ და ამ მიმართულებით რუსეთის არმია თავდაცვაზე გადავიდა.
უყრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის მხარეს საომარი მოქმედებების ძირითადი ტვირთი ახლა რუსეთის ფედერაციის რეგულარულ არმიას, მათ შორის საჰაერო-სადესანტო მოიერიშე დანაყოფებს ეკისრება.
6 ივნისს უყრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უყრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბახმუტში „ვაგნერის“ კერძო სამხედრო კომპანიის 21 000 მებრძოლი მოკლა, კიდევ 60 000 კი დაშავდა.