მარინა კალიურანდი – მესმის, რომ რუსეთთან ბიზნესი კარგია, მაგრამ  საქართველო ჩამორჩება უყრაინასა და მოლდოვას

მესმის, რომ რუსეთთან ბიზნესი კარგია და საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა გასულ წელს შთამბეჭდავი იყო, მაგრამ ეკუთვნოდე ევროკავშირს არის საერთო ღირებულებები და საერთო ვალდებულებები და ეს არ ეხება მხოლოდ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა ბრიუსელში, ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო ჩამორჩება უყრაინასა და მოლდოვას.

„ის ჩამორჩება პოლიტიკური მართლმსაჯულების, სასამართლოს დამოუკიდებლობის ნაკლებობის, დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიმართ დაშინების და ძალადობის, დასავლელი დიპლომატების, ევროპარლამენტის წევრებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ სიძულვილის ენის გამო. პოლიციის სისასტიკის გამო იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მშვიდობიან დემონსტრაციას აწყობდნენ „უცხოური აგენტების შესახებ“ სკანდალური კანონპროექტის გამო, იმის გამო, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბუდაპეშტში განაცხადა, რომ ლგბტ-ების უფლებების ხელშეწყობა არის უმცირესობის ძალადობა უმრავლესობის მიმართ. მთავრობისა და მმართველი პარტიის რუსეთთან მიმართ ორაზროვანი პოზიციის გამო, რაც გამოხატულია ხელისუფლების დაჟინებული უარით, შეუერთდეს ევროკავშირის სანქციებს და ახლახან განახლებული პირდაპირი ფრენებით რუსეთსა და საქართველოს შორის“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

მისი თქმით, საქართველო დღეს გზაჯვარედინზე დგას.

„როგორც ვთქვი, შესაძლებლობების ფანჯარა კვლავ ღიაა. საქართველოს ხელისუფლებასა და მმართველ პარტიას ორ გზას შორის არჩევანის გაკეთება მოუწევს. ერთი მიდის მომავლისკენ ევროკავშირთან, მეორე კი უკან წარსულში. არჩევანი თქვენზეა. მესმის, რომ რუსეთთან ბიზნესი კარგია და საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა გასულ წელს შთამბეჭდავი იყო, მაგრამ ეკუთვნოდე ევროკავშირს არის საერთო ღირებულებები და საერთო ვალდებულებები და ეს არ ეხება მხოლოდ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.