ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის თქმით, ნებისმიერი პარტია, რომელიც გადაწყვეტს არჩევნებში ცალკე გასვლას არის უპასუხისმგებლო, ამბიციური და უჭკუო.
მისი თქმით, ყველამ უნდა შეძლოს სადღაც საკუთარი თავის პოვნა, რაც ერთ აგურს დადებს ოპოზიციის გამარჯვებაში.
„იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ოპოზიცია გაიზარდა. გაითვალისწინა წარსული გამოცდილება თუ შეცდომები. ნებისმიერი პარტია, რომელიც გადაწყვეტს არჩევნებში ცალკე გასვლას, არის უპასუხისმგებლო, ამბიციური, უჭკუო და ვერ აფასებს შექმნილ მდგომარეობას. ყველამ უნდა შეძლოს სადღაც საკუთარი თავის პოვნა, რაც ერთ აგურს დადებს ოპოზიციის გამარჯვებაში“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.
იაგო ხვიჩიამ „ლელოს“ ბიზნეს-ლიდერებს მისი პარტიის დაფინანსებისკენ მოუწოდა.
„ლელომ“ „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამიჯვნა გადაწყვიტა და ალტერნატიული გაერთიანების შექმნას აანონსებს. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ დამარცხების გასაღები ისეთი გაერთიანების შექმნაა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ არ იქნება.