ალექსანდრე რაქვიაშვილი: მე მგონი, ფინანსური გამჭვირვალობის უკან ერთმანეთთან ბრძოლის დამალვას ცდილობენ

მე მგონი ფინანსური გამჭვირვალობის უკან, ყველა ცდილობს ერთმანეთთან ბრძოლა დამალოს. „ქართული ოცნება“ ენჯეოს ებრძოდა გამჭვირვალობის სახელით და ახლა ენჯეო ებრძვის „ქართულ ოცნებას“ გამჭვირვალობის სახელით, – ასე გამოეხმაურა „გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ინიციატივას.

„მე მგონი უბრალოდ საქმე არ აქვთ სინამდვილეში, იმიტომ რომ რაღაც კრიპტოვალუტის დეკლარირება და რაღაცები წერია და უბრალოდ არასერიოზულიც არის მე მგონი. და ჯობია ენჯეობმა იმაზე იფიქრონ, რომ ეს ინსტიტუციები, რომლებიც არ მუშაობენ, შევცვალოთ ან გავაუქმოთ და არა იმაზე, რომ ამ უვარგის ინსტიტუციებში ვინც არის დასაქმებული იმათი დეკლარაციები ჩავწეროთ“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, რომელიც ქვეყანაში ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების სისტემის გაძლიერებას ითვალისწინებს. არასამთავრობო ორგანიზაციამ შესაბამისი კანონპროექტით პარლამენტს უკვე მიმართა.