კაცმა დაინახა გველი, რომელსაც ცეცხლმოდებულ არემარეში დაღუპვა ემუქრებოდა და გადაწყვიტა გადაერჩინა. როგორც კი ხელი მოჰკიდა და გამოარიდა საფრთხეს გაუსაძლისი ტკივილი იგრძნო, გველმა ხელზე უკბინა. კაცმა მოიშორა გველი და ის, ისევ ცეცხლში ჩავარდა…
შემდეგ აიღო ლითონის ჯოხი და ისევ გამოიყვანა გველი ცეცხლიდან და ის სიკვდილს გადაარჩინა. ერთი ადამიანი, რომელიც შეესწრო ამ ყველაფერს, მივიდა ამ კაცთან და ჰკითხა:
“ამ გველმა შენ ხომ გიკბინა, რატომ ცდილობ ისევ მის გადარჩენას?”
კაცმა უპასუხა: ,,რეპტილიის ბუნებაა – გიკბინოს, მაგრამ ამან არ უნდა შეცვალოს ჩემი ბუნება – გასაჭირში დავეხმარო“.