ვინ არიან კახა კალაძის საზოგადოებისთვის უცნობი დები და როგორი ურთიერთობა აქვთ თბილისის მერთან

კახი კა­ლა­ძის ძმის ლე­ვან კა­ლა­ძის გა­ტა­ცე­ბამ და შემ­დგომ მკვლე­ლო­ბამ წლე­ბის წინ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა. უკვე პო­პუ­ლა­რუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის ოჯა­ხის ტრა­გე­დი­ა­ზე ძი­ე­ბა წლე­ბის მან­ძილ­ზე გრძელ­დე­ბო­და და ბევ­რი ფაქ­ტი დღემ­დე ბუ­რუ­სი­თაა მო­ცუ­ლი. თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა არ იცის, რომ კა­ხის ძმის გარ­და კი­დევ ორი და თა­მუ­ნა და ეკა ჰყავს, რომ­ლე­ბიც კა­ლა­ძის მა­მას კარ­ლო კა­ლა­ძეს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ჰყავს.

პირ­ველ ქორ­წი­ნე­ბა­ში კარ­ლო კა­ლა­ძე ირა ფუ­თუ­რი­ძეს­თან იმ­ყო­ფე­ბო­და. გო­გო­ნე­ბი 3 და 5 წლის იყ­ვნენ, რო­დე­საც ოჯა­ხი და­ინ­გრა. მე­ო­რე მე­უღ­ლე ქორ­წილ­ში ნახა. მა­შინ მე­დეა შენ­გე­ლია დე­დი­სერ­თა, გა­თა­მა­მე­ბუ­ლი ქალი გახ­ლდათ. ქალი დიდ­ხანს ფიქ­რობ­და, ორშვი­ლი­ან მა­მა­კაც­ზე და­ქორ­წი­ნე­ბა­ზე, თუმ­ცა წლე­ბია უკვე ცოლ-ქმა­რი ერ­თად არი­ან და ქორ­წი­ნე­ბა­ში ორი ვა­ჟიშ­ვი­ლიც შე­ე­ძი­ნათ. კარ­ლო კა­ლა­ძე მა­შინ პირ­ველ მე­უღ­ლეს ორი წლის გა­შო­რე­ბუ­ლი იყო.

ვინ არიან კახა კალაძის საზოგადოებისთვის უცნობი დები და როგორი ურთიერთობა აქვთ თბილისის მერთან
კარ­ლო კა­ლა­ძე და ირა ფუ­თუ­რი­ძე თა­მუ­ნა კა­ლა­ძეს­თან ერ­თად

“გა­რეგ­ნუ­ლად ძა­ლი­ან კარ­გი ბიჭი იყო, ვერ და­ი­წუ­ნებ­დი. ვფიქ­რობ­დი, ისე­თებ­ზე ვთქვი უარი და ხალ­ხი რას იტყვის, ორშვი­ლი­ან კაცს გაჰ­ყვა ცო­ლად, ალ­ბათ, რა­ღაც უჭირ­დაო. ორი წლის და­ცი­ლე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ. მთელ­მა სამ­ტრე­დი­ამ იცო­და ეს ამ­ბა­ვი.

რაც შე­ე­ხე­ბა კარ­ლოს შვი­ლებს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ლე­ბი­დან, ერთი გოგო გა­თხო­ვი­ლია და მე­ო­რე – გა­სა­თხო­ვა­რი. სამ­წუ­ხა­როდ, ოჯა­ხი და­ენგრა. ახლა რომ ცხოვ­რო­ბენ, ის ბინა ვისი ფუ­ლით არის ნა­ყი­დი? სა­ნა­ხევ­როდ კა­ხას ფუ­ლი­თაა შე­ძე­ნი­ლი.

რაც ეკუთ­ვნო­დათ, ყვე­ლა­ფერ­ში და­ეხ­მა­რა მათ მა­მა­მი­სი. პა­ტა­რე­ბი რომ იყ­ვნენ, და­რე­კავ­და კარ­ლო, ბავ­შვე­ბი მომ­ყავს სკო­ლი­და­ნო. გემ­რი­ელ სა­დილს და­ვახ­ვედ­რებ­დი. არ ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, აქე­დან უსა­ჩუქ­როდ გა­მეშ­ვა. ტექ­ნი­კუ­მი და­ამ­თავ­რეს, შემ­დეგ – უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი. მერე რა­ღაც პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნათ, ვი­ღაც ბი­ჭე­ბი ავიწ­რო­ებ­დნენ, და­უ­რე­კეს მა­მა­მისს და კარ­ლო­მაც ჩა­ა­კი­თხა. ჩემი მუ­ლის ქმა­რიც თან გაჰ­ყვა” – ჰყვე­ბო­და გო­გო­ნე­ბის შე­სა­ხებ მე­დეა შენ­გე­ლია წლე­ბის წინ ჟურ­ნალ „თბი­ლი­სე­ლებ­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

 

თა­მუ­ნა კა­ლა­ძეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა უფრო მე­ტად იც­ნობს, რად­გან მე­უღ­ლეს­თან ერ­თად “ოც­ნე­ბის” აქ­ტი­უ­რი მხარ­დამ­ჭე­რია… უფრო მე­ტიც, კა­ლა­ძის სიძე პა­ა­ტა აბუ­ლა­ძე პარ­ტია “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია. მე­რის დის ქმა­რი არა­ერ­თხელ გახ­ვე­უ­ლა სკან­და­ლებ­ში. ცნო­ბი­ლია სკან­და­ლუ­რი პოს­ტე­ბით და “ლაივ ჩარ­თვე­ბით”, სა­დაც ხში­რად ოც­ნე­ბის სხვა­დას­ხვა წევ­რებს უპი­რის­პირ­დე­ბა.

ვინ არიან კახა კალაძის საზოგადოებისთვის უცნობი დები და როგორი ურთიერთობა აქვთ თბილისის მერთან
თა­მუ­ნა კა­ლა­ძე მე­უღ­ლეს­თან ერ­თად
ვინ არიან კახა კალაძის საზოგადოებისთვის უცნობი დები და როგორი ურთიერთობა აქვთ თბილისის მერთან
პა­ა­ტა აბუ­ლა­ძე კახა კა­ლა­ძეს­თან და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­თან
ვინ არიან კახა კალაძის საზოგადოებისთვის უცნობი დები და როგორი ურთიერთობა აქვთ თბილისის მერთან
თა­მუ­ნა კა­ლა­ძე დე­დას­თან ერ­თად

ეკა კა­ლა­ძე პე­დი­ატ­რია, ცხოვ­რობს თბი­ლის­ში და რო­გორც ახ­ლობ­ლე­ბი ახა­სი­ა­თე­ბენ, თავ­მდა­ბა­ლი და კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნია, არ უყ­ვარს ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნა. ჰყავს ოჯა­ხი და მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლობს თავი შე­ი­კა­ვოს აქ­ტი­ვო­ბე­ბის­გან.

ვინ არიან კახა კალაძის საზოგადოებისთვის უცნობი დები და როგორი ურთიერთობა აქვთ თბილისის მერთან

ვინ არიან კახა კალაძის საზოგადოებისთვის უცნობი დები და როგორი ურთიერთობა აქვთ თბილისის მერთან

სხვა­დას­ხვა ინ­ფორ­მა­ცი­ით, კა­ლა­ძეს დებ­თან ნორ­მა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს. უმ­ცროს ძმას­თან უფრო ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს თა­მუ­ნა კა­ლა­ძეს. კარ­ლო კა­ლა­ძეს­თან და­შო­რე­ბის შემ­დეგ, გო­გო­ნე­ბის დედა, ირა ფუ­თუ­რი­ძე მე­ო­რედ აღარ და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლა.

წყარო: ambebi.ge