ყოველ ჯერზე, როდესაც არის საჭიროება, ჩვენი სახელმწიფო უწყებები რეაგირებენ ნებისმიერ დარღვევაზე, რომელიც უკავშირდება ოკუპაციის შესახებ კანონს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის დელეგაციის ვიზიტზე საუბრისას აღნიშნა.
კობახიძის თქმით, ასეთი ვიზიტებით ირღვევა კანონი ოკუპაციის შესახებ.
„ჩვენს სახელმწიფო უწყებებს ყოველთვის აქვთ სათანადო რეაგირება ასეთ ფაქტებზე, ეს ბუნებრივია. შესაბამისი უწყებები იღებენ გადაწყვეტილებას, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა, შეგახსენოთ, ყოველ ჯერზე, როდესაც არის ამის საჭიროება, ჩვენი სახელმწიფო უწყებები რეაგირებენ ნებისმიერ დარღვევაზე, რომელიც უკავშირდება ოკუპაციის შესახებ კანონს“, – განაცხადა კობახიძემ.