სოზარ სუბარი: საქართველოში თუ რამე არის გაუმჭვირვალე, ეს არის „ენჯეოების” დაფინანსება

“ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ საქართველოში თუ რამე არის გაუმჭვირვალე, ეს არის „ენჯეოების” დაფინანსება.

„ყველა არჩეულმა პარტიამ უნდა მოუსმინოს მათ და პარლამენტმა ბეჭედი უნდა დაარტყა იმ კანონებს, რომლებსაც ისინი ჩათვლიან საჭიროდ. ამ ფონზე სრულიად გაუმჭვირვალეა მთელი მათი შემოქმედება და ფაქტია, რომ მდიდარი „ენჯეოები” ამ ქვეყანაში ჩამოყალიბდნენ უცხოური გავლენის აგენტებად. მათი ინტერესის გათვალისწინება ვერცერთ კანონში ვერ მოხდება. თუ გამჭირვალობა რუსული პროექტია, გამოდის, რომ მათი დღევანდელი კანონიც რუსული კანონი ყოფილა”, – აცხადებს სოზარ სუბარი.