დავით ჩხარტიშვილი: „მივეჩვიოთ, რთული საკითხების სისტემურ განხილვას და არა სადღეგრძელოების ჭრილში…“

-ერდოგანმა გაიმარჯვა და ამასთან ერთად მკვეთრად იმატა ანტიამერიკულმა რიტორიკამ თურქეთში; მაგალითად, თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, არჩევნების დამთავრებისთანავე განაცხადა რომ, „ამიერიდან აშშის მხარდაჭერა სამშობლოს ღალატია!“_ო. თავად ერდოღანიც არ ჩამორჩა ქვეშემრდომს სიმძაფრეში და განუცხადა კაპიტოლიუმის ბინადრებს რომ, – „მებრძოდით, ყველა ხერხს მიმართავდით რომ თქვენს ხელის ბიჭს გაემარჯვა და ახლა მილოცავთ? შეეგუეთ იმ რეალობას, რასაც ირჩევს თურქი ხალხი! თურქეთი გააგრძელებს სვლას დამოუკიდებლობისა და მშვიდობისაკენ, თურქეთში და ჩვენს რეგიონში იქნება მშვიდობა და ეკონომიკური წინსვლა! შეეგუეთ ამ რეალობას! თურქეთში ვერც ლგბტ დღის წესრიგს დაამყარებთ და ვერც თქვენს მიერ შემოთავაზებულ კანონებს გვიკარნახებთ“.  ვიცი, რომ საქართველოში საკმაოდ ბევრი, ერთგვარი ეჭვის თვალით უყურებს ერდოღანის მმართველობის ავტორიტარულ სტილს. იქნებ, სულაც ისტორიული შიშების გამო და ა.შ. მაგრამ, ვგონებ ამ შემთხვევაში ნამდვილად რომ მისასალმებელია ერდორანის გამარჯვება და ეს მისეული მართვის ნებელობითი მანერაც, – რადგან ისტორიის იმ ურთულეს და ტურბულენტურ ზონას გავდივართ, სადაც ისეთ ძლიერ ლიდერებზეა მოთხოვნა, რომლებიც გაუმკლავდებიან მემარცხენე ლიბერალიზმის ტალღებს.

ჩაგეჭრები, ეს მისი შემართება ნამდვილად ავის მომასწავებელია იმ ძალებისთვის, ვინც დეკადებია, საქართველოსგან ნეოლიბერალურ სათბურად გარდაქმნას ლამობს და თურქეთსაც მოიაზრებდა მოკავშირედ, ევრო-ატლანტიკურ გზაზე. რაც, უკვე ავტომატურად სძენს მას უამრავ თაყვანისმცემელს საქართველოში, ტრადიციონალისტურ-კონსერვატორული სეგმენტის სახით. მაგრამ, არ უნდა ვიჩქაროთ და არც ზედმეტ ეიფორიაში ჩავარდეთ, როგორც ეს გვჩვევია ხოლმე 90-ნებიდან მოყოლებული. რადგან, ოდითგანვე ცნობილია, რომ მტრის მტერი როდია ყოველთვის შენი მეგობარი. ბოლო-ბოლო მივეჩვიოთ, რთული საკითხების სისტემურ განხილვას და არა სადღეგრძელოების ჭრილში. ერთსაც დავსძენდი ამ მიმართულებით, რომ ვუყურებდი ინაუგურაციას, პირველი რაც მომხვდა თვალში, ეს ცისფერი დროშების სიმრავლე იყო. რაც გულისხმობს პან-თურანული პროექტის აღორძინებას. ხოდა, გრძელვადიან პერსპექრივაში ქართული სახელმწიფოსთვის, რასაც ნიშნავს ეს რისკების თვალსაზრისით, მე რომ აღარ გავაგრძელო თავადვე განსაჯე.

-მესმის შენი, წარმოიდგინე ისიც კი, თუ რატომ იკავებ თავს განვრცობისგან. და თუ მასეა, მაშინ უახლესი წარსულიდან მაგალითით დავამთავროთ ეს შენი, სიფრთხილით ნაკარნახები მინიშნებაც; სიტყვაზე, იქნებ ვამლაშებდეთ კიდეც ალარმისტობაში დრო და დრო მე და შენ, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა_ო. გენერალი კვინიტაძის შემდეგი სიტყვები, ვგონებ კარგი ილუსტრაცია იქნება იმისა, თუ რას უნდა ვუფრთხოდეთ ქართველები დღეს და სამომავლოდაც. აი რას წერდა ლეგენდარული გენერალი; “რამდენიმე სიტყვა საგარეო საქმეთა მინისტრის თანაშემწის, საბახტარაშვილის შესახებ. უნდა აღვნიშნო შემდეგი. თბილისში ჩვენი ყოფნის მთელი დროის მანძილზე ის ყოველ დღე მეუბნებოდა, რომ თურქები დაიწყებენ ომს ბოლშევიკებთან; რომ მას ამაზე ცნობები აქვს; ის იმასაც კი მიყვებოდა, რომდღეს საღამოსმივიღებ სიურპრიზს თურქებისაგან, . . მათ გამოსვლას ბოლშევიკების წინააღმდეგ. საკუთარი თავის მოტყუებაში იგი მეუბნებოდა: „აი ნახავთ, გიორგი ივანეს ძევ, თურქები გამოვლენ ბოლშევიკების წინააღმდეგ, ეს ნამდვილია. ჩვენ გავაკეთეთ ის, რისი გაკეთებაც ვერ შეძლო ანტანტამ, ჩვენ წავაჩხუბეთ თურქები ბოლშევიკებთან“. მე კატეგორიულად უარვყოფდი თურქებისგან დახმარების ყოველგვარ შესაძლებლობას. დარწმუნებული ვარ, რომ თბილისზე ბოლშევიკების თავხედური შემოტევა დაზვერვის გარეშე, 18-დან 19 თებერვლის ღამეს, გამოწვეული იყო იმ ცნობებით, რომლებსაც ქაზიმბეი ბოლშევიკებს ანგორის მეშვეობით გადასცემდა“. ანუ საით მიმყავს და, ჩვენს .. სტრატეგიულ პარტნიორს ეროვნული ინტერსები ამოძრავებდა მუდამ. მათ კი, აქ გავლენის აგენტებად, ან სულაცსასარგებლო იდიოტებად მთელი ეს პერიოდი ჰყავდათ არასამთავრობო და მედია_სექტორის უდიდესი ნაწილი. რომლის მარკერები იყო პათოლოგიური რუსოფობია, ჰიპერვესტერნიზაცია და ა.შ. ხოდა, ხომ არაა ახლაც იმის საშიშროება რომ, ამ სეგმენტის ამუშავების შემთხვევაში ანტირუსული მიმართულებით, ისე დაძაბონ სიტუაცია რომ, casus belli (რედ. ფორმალური მიზეზი ომის) მიართვან რუსებს ლანგარზე. ამ პსევდოპატრიოტულ თრობაში მყოფი კლასტერის მეშვეობით-თქო, რომ ისევლე როგორც ადრე ათათურქ-ლენინის დროს თუნდაც, ფარული მოლაპარაკებების შედეგად სტამბოლ-მოსკოვს შორის გაიყოს საქართველო?

 

ამ ეტაპზე, არც მოსკოვს და არც ანკარას, ამ სცენარის განხორციელება არ სჭირდება. პირიქით – ამერიკის სრულად განდევნისთვის რეგიონიდან, მათივე ინტერსებში შედის ერთიანი, მათდამი კეთილგანწყობილი, სტაბილური და არამც, საჯილდაო ქვად ქცეული საქართველო. თორემ, ამ საშინელი ვერსიის მოდელირება რომ არათუ დასაშვებია, არამედ მარტივად განხორციელებადი კიდეც ამდენი „სასარგებლო იდიოტის“ ხელში, ამას არა ჩემი მსოფლმხედველობა, ან სიმპათია-ანტიპატიები მაფიქრებინებს. არამედ წვდომა, ოდითგანვე აპრობირებულ მეთოდოლოგიასთან, რომელსაც ეს ორი იმპერია მიმართავს ხოლმე, თუ რამე აღუდგა მათ ეროვნულ ინტერესებს და ცოდნა, როგორც ოფიციალური, ასევე ჩრდილოვანი ისტორიის.

 

-და მაინც, ერთია თეორია, მეორეა პრაქტიკა! ამიტომაც დავაზუსტოთ; რამდენად რეალურია ერდოღანის გეგმა, იმის გათვალისწინებით რომ მას, გადაეკიდა ისეთი ძალა, როგორიც აშშ-ს დემოკრატიული პარტია და სხვა გლობალისტური დაჯგუფებები? მისი პროექტის ბოლომდე განხორციელების შემთხვევაში ჩვენთან ამ მხრვ რა ხდება, ანდა რა მოხდება ბოლო-ბოლო? აი კერძოდ, შემდეგი ცხელ-ცხელი მაგალითის ექსტრაპოლაცია რომ მოვახდინოთ ჩვენზე; საკანონმდებლო დონეზე თუ არა, პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, მას ერდოღანის პლატფორმასთან სრული სინქრონიზაცია აქვს ლამის, რაც ეროვნულ ინტერესებს და მემარცხენე ლიბერალიზმთან დამოკიდებულებას შეეხება. ხოდა, ამის გათვალისწინებით რამდენად ნორმალურია რომ, 1-8 ივლის,  „თბილისი პრაიდის კვირეულისგამართვა იგეგმება? რამე, თეთრი სახლიდან გამომდინარე მორიგ პროვოკაციასთან ხომ არ გვაქვს ისევ საქმე?

 

ამ შემთხვევაში, მართლაც რომ ერთ ბმულში ვიმყოფებით თურქეთთან და ვგონებ, თურქეთი მზადაა ნებისმიერი პროვოკაციისთვის. შესაბამისად, ჩვენაც ასე თუ ისე დაცულნი ვართ აშშ-ს ვერაგული ქმედებებისგან. საკმაო დრო ჰქონდათ თურქეთის სპეცსამსახურებს მომზადებისთვის, რადგან აშშ-სა და თურქეთის სტრატეგიული დაშორიშორება დღეს არ დაწყებულა. სხვა უამრავ ანტიამერიკულ განცხადებას და აქტივობას რომ გავანებოთ თავი, რომელიც სულ უფრო თვალშისაცემი ხდებოდა 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობის მერე. რომელიც, შტატების მიერ იყო ასევე ინსპირირებული და არაფორმალურად მხარდაჭერილი. სიტყვაზე, რის შემდეგაც, სამხედრო-საჰაერო ბაზა „ინჯირლიკიდან“ გატანილ იქნა ამერიკული ბირთვული იარაღი და ა.შ. მოკლედ, ბარემ ისიც გავიხსენოთ რომ, ერდოღანი წინასაარჩევნოდ პირდაპირ ადებდა ხელს შტატებს; „ბაიდენმა თქვა, რომ მათ უნდა ჩამოაგდონ ერდოგანი. ყველა ჩემმა ხალხმა იცის ეს“ – მიახალა მან CNN-ს ცოტა ხნით ადრე არჩევნებამდე, რაც შეუძლებელი იქნებოდა, უსაფრთხოების მყარი გარანტიები რომ არ ჰქონოდა ძალოვნებისგან. და რაღა გასაკვირია რომ დღეს, როდესაც ეს ისტორიული არჩევნები მოგებულია, მომდმევნო 5-წლიან ვადას ის, ოფიციალური ვაშინგტონის მიმართ, არამარტო ამ ტიპის დემარშით იწყებდეს, არამედ უშუალო სამეზობლოსაც შეუწყოს ხელი ამერიკული გავლენებისგან გათავისუფლებაში. რაც შეეხება კონკრეტულად ე.წ. პრაიდს, აქ ცოტა რთულადაა საქმე, რადგან სააკაშვილის დროიდან კონსტიტუციაში გაწერილის მიხედვით, ლგბტ_თემი სარგებლობს ამ პრივილეგიით და მხოლოდ პრემიერის ზეპირი დირექტივები, ან თუგინდ, ერის და ბერის არნახული ერთობა ამ საკითხის ირგვლივ, როდი ჰყოფნის ამ მარაზმის ლეგალურ აღკვეთას. ყოველ შემთხვევაში, სანამ ეს ყბადაღებული ჩანაწერი ამოღებული არ იქნება ქვეყნის მთავარი დოკუმენტიდან. მერედა, თავი რომ ფორმალურ მხარეს გავანებო, კერძო მედიასაშულებების უმრავლესობა და მათ შორის საზოგადოებრივი ტელევიზიებიც, გადატენილია ამ იდეოლოგიის მიმდევრებით და შესაბამისად, ნეოლიბერალური ინფექციის გავრცელების მთავარ წყაროს წარმოადგენენ ქვეყანაში. ბოლო-ბოლო, კანონონში „მაუწყებლის შესახებ“ შავით თეთრზე წერია ის, რასაც ჩვენი პრემიერი ეწინააღმდეგება სიტყვით. „მხარს არ დავუჭერთ უმცირესობის მცდელობას, აგრესიული პროპაგანდით შეცვალოს ფასეულობები, რაც ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობას ღმერთის მიერ დადგენილად მიაჩნია, რომელსაც ქართველის იდენტობა, თვითმყოფადობა, მთელი ჩვენი ისტორია ეფუძნება“ – კი ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი და ყველა წესიერი ქართველი ამ საქმეში გვერდში უდგას, მაგრამ კონსტიტუცია ხომ სხვა რამეს გვკარნახობს. სიტყვაზე, მერედა რომც ფორმალურად გასწორდეს ან ამოებულ იქნას საერთოდ ეს მუხლები, მხოლოდ ესეც აღარაა უკვე საკმარისი, იმდენად მიშვებულია ეს სფერო. საქმეს ართულებს ისიც რომ, ჯერ-ჯერობით ე.წ. „ცივილური სამყაროს“ მეინსტრიმული იდეოლოგია ესაა და არანაირად გამოვა, მანდ გაწევრიანების სურვილს გამოთქვამდე, ამავე დროს ეწინააღმდეგებოდე მათ მთავარ პოსტულატებს. ეს კიდევ რბილად რომ ვთქვა; ანუ ამ შემთხვევაში, არა მხოლოდ კონსტიტუციიდან შესაბამისი პუნქტების ამოღებაა საჭირო, საზოგადოებრივი ტელევიზიების ბორდების დაშლა და კადრების გადახალისება ყველა სფეროში და მათ შორის „ოცნებაშიც“ და ა.შ., არამედ ქვეყნის ახალი გეზის დეკლარირებაც კონსტიტუციურ დონეზე – რასაც, უკვე ახალი, woke-სწავლების ანტიპოდი იდეოლოგია, ბონუსად მოჰყვება ავტომატურად და არა ასე ცელკე აღებულ, თუგინდ უმაღლესი ჩინების მიერ გაჟღერებულ ეროვნული ხედვების სახით.

 

-მოკლედ, საკითხის ეს რაკურსი ასე თუ ისე ნათელია. მაგრამ, აქ და ამ შემთხვევაში უფრო საინტერესო სხვა კუთხეებია ვგონებ. შეგვიძლია კი, უკვე ვილაპარაკოთ საქართველოსთვის ახალ რეალობაზე, როგორც შემდგარ ფაქტზე და არა როგორც ანტიამერიკელ და კონსერვატორთა საექსპერტო წრეების თუ პოლიტიკოსების ვარაუდზე? და თუ მიდასტურებ რომ ეს ასეა, ჩვენთან როგორღა იქნება საქმე ამის შემდეგ?

 

ეპიკურ ტილოზე არ დაატევ ყველა იმ ფრაგმენტს რომ შევეხოთ, რაც აპირობებს შედეგს და როგორი იქნება ის, არათუ სტატიის ფორმატში. მაგრამ ერთიღა უკვე ფაქტია, – ასე ვეღარ გაგრძელდება, თუგინდ, ე.წ. 2009 წლის ამერიკასთან სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის მოთხოვნების შესრულება, ფორმალურიც კი ფორმალურად სასწრაფოდ შესაჩერებელია. რადგან, თუ ერთის მხრივ, საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი, რუსეთი გვყავს მეზობლად. რომელიც ლამის მარადიულ ცივილიზაციურ დაპირისპირებაშია ანგლო-საქსონურ სამყაროსთან. მეორე მხრივ, ჩვენი ნომერ მეორე სავაჭრო პარტნიორი თურქეთია, რომელიც უკვე ფორმალურადაც ადგას იგივე გზას რაც რუსი, დამატებით ანტილაიცისტური დისკურსის გაბატონების პირობებში მანდ და ა.შ. აი ამ, ასეთ ანტიამერიკულ გარემოცვაში, ჩვენ რა პოზიცია უნდა გვეკაოს და, – ბუნებრივი, ახალ რეალობაზე ადეკვატურად მოჭრილი. მერედა, ნუ გვავიწყდება რომ მთავარი გამოწვევა ქართული სახელმწიფოსთვის აფხაზის და ოსის დაბრუნებაა. პუტინმა კი არაერთხელ გააჟღერა დარეგულირების, ანუ სოხუმის და ცხინვალის შემობრუნების ფორმულა; „თუ ერთმანეთში მოილაპარაკებენ, ამას რუსეთი არ შეუშლის ხელსო“, – არაერთხელ გაუმეორებია მას საჯარო გამოსვლებში. ასე რომ დაბრუნება არათუ შესაძლებელია, არამედ გარდაუალია, ოღონდ კორექციაა შესატანი რაღაც-რაღაცეებში და დროზე. თუმცაღა, ეს ასევე ითვალისწინებს იმასაც რომ, პროცესი უნდა მიმდინარეობდეს რუსული გარანტიებით, სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური ჩართულობით. რაც, ნუ ვერანაირად შედის შტატების ინტერესებში. შესაბამისად აქ, ამ კონკრეტულ ისტორიულ ეტაპზე ჩვენი, თურქის და რუსის ინეტერესები ემთხვევა და ყველა ის ძალა რომელიც ეწინააღმდგება ამ პროცესს რა თქმა უნდა, თურქი შს მინისტრის განცხადების კვალდაკვალ უნდა გამოცხადდეს „სამშობლოს მოღალატედ“. ასევე დავსძენდი იმათ პასუხად, ვინც დუჟმოდებული კამათობს რომ „ჯერ აფხაზეთი და ცხინვალი დაგვიბრუნონო“, – ეს არაა ერთდღიანი პროცესი და რომ რთული საკითხები არ უნდა გვაშინებდეს. ტელეწამყვანებსაც და ა.შ., ეგზორცისტი აღარ უნდა სჭირდებოდეს, მით უფრო „ოცნებისადმი“ ფორმალურად ლოიალურად განწყობილი არხებიდან მთელი ეს „თრეში“ არ უნდა იღვრებოდეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ასეთ, ქართული სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანეს და სენსეტიურ თემებს განიხილავენ ხოლმე. რადგან, ვგონებ აღარ ვართ ქვეყანა სადაც „ზვიადიზმ-მიშიზმი“ მძვინვარებს, არა? (იცინის).

 

ესაუბრა ჯემალ მეგრელიძე (გაგრძელება იქნება)