მედვედევის თანაშემწე: “მედვედევი მიიჩნევს, რომ კიევი რუსული ქალაქია – არ გავჩერდებით, ვიდრე არ დავიბრუნებთ”

დმიტრი მედვედევი მიიჩნევს, რომ კიევი ჩვენი პირდაპირი მიზანია. ის რუსული ქალაქია და სახლში დაბრუნდება, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის თანაშემწემ, ოლეგ ოსიპოვმა განაცხადა, როდესაც მან „რუსეთის დღესთან“ დაკავშირებით მედვედევის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოზე გააკეთა კომენტარი, რომელზედაც ასახულია კიევის მაიდანზე აფრიალებული რუსული დროშა და წარწერა: „დამოუკიდებლობის მოედანი. მალე – რუსეთის მოედანი“.

„დიმიტრი მედვედევი თვლის, რომ კიევი ჩვენი პირდაპირი მიზანია. ის რუსული ქალაქია და სახლში დაბრუნდება. ჩვენ არ გავჩერდებით, სანამ არ დავიბრუნებთ. გილოცავთ დღესასწაულს!” – ციტირებს მედვედევს მისი თანაშემწე.