ჯორჯ სოროსი ქონებას თავის შვილს, ალექს სოროსს გადასცა.
ჯერ კიდევ 2022 წლის დეკემბერში 92 წლის სოროსი ფონდების „ღია საზოგადოება“ დირექტორთა საბჭომ თავმჯდომარემ მამის ნაცვლად სწორედ ალექსი აირჩია. 37 წლის ალექს სოროსი მილიარდერის ოჯახიდან ერთადერთია, რომელიც საქველმოქმედო ორგანიზაციის საინვესტიციო კომიტეტის წევრია.
სოროსმა განაცხადა, რომ 25 მილიარდი დოლარის ღირებულების ქონებისა და საქველმოქმედო იმპერიის მართვა მისმა შვილმა დაიმსახურა. ამერიკული მედია იუწყება, რომ ჯორჯ და ალექს სოროსებს ერთნაირი პოლიტიკური შეხედულებები აქვთ. შესაბამისად ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტიის ფინანსურ მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებენ.