„თბილისში, ვერანდაზე ვიღაცამ იარაღი ისროლა, ტყვიის ანასხლეტი ბავშვს მოხვდა… მე სულ შემთხვევით გადავრჩი სიკვდილს“ – რას წერს თათია ჩაფიჩაძე?

სროლა თბილისში – მოქალაქე წერს, რომ ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში იარაღი ისროლეს. როგორც თათია ჩაფიჩაძე წერს, ტყვიის ანასხლეტი ბავშვს მოხვდა.

“ზუსტად 10 წუთის წინ სულ შემთხვევით გადავრჩი სიკვდილს.

საკუთარ ვერანდაზე ზემოთა სართულიდან ვიღაცამ იარაღი ისროლა. ზუსტად 1 წუთით ადრე ავდექი ტელეფონის გამოსატანად, სანამ მოვბრუნდი ხმა გავიგე და ასეთი ამბავი დამხვდა.

ტყვიის ანასხლეტი მოხვდა ბავშვს და საბედნიეროდ მხოლოდ მცირედი დაბეჟილობა აქვს ფეხზე!

ამ ქვეყანაში ცხოვრება საკუთარ სახლშიც კი საშიშია!”, – წერს მოქალაქე.

მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.