55 წლის მოჰამმად (მო) გავდატი (Mo Gawdat), ხელოვნური ინტელექტის ექსპერტი და Google X-ის ყოფილი უფროსი ბიზნეს-ოფიცერი, საზოგადოებას აფრთხილებს, რომ ადამიანებმა, რომლებსაც აქამდე არ ჰყოლიათ შვილი, უმჯობესია, ჯერ-ჯერობით არც გააჩინონ ბავშვები. მიზეზი – ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარება.
”რისკები იმდენად მაღალია, კაცობრიობის წინაშე მდგარ ყველა სხვა საფრთხესთან ერთად, რომ თუ მშობელი არ ხარ, უმჯობესია შვილები არ გყავდეს”, – განუცხადა მან წამყვან სტივენ ბარტლეტს პოდკასტ-გადაცემაში „Diary of a CEO“.
გავდატი ეგვიპტეშია დაბადებული და სწავლობდა ნიდერლანდებში. მას და მის მეუღლეს (რომელსაც ის ახლა დაშორებულია) ჰყავთ ქალიშვილი, ხოლო ვაჟიშვილი 2014 წელს გარდაეცვალა, ბრმანაწლავზე ოპერაციის დროს.
გერმანიასა და ავსტრიაში, ბოლო გამოკითხვებში, შვილების პრიორიტეტი რესპონდენტთა ცხოვრებაში კლასიფიცირებული იყო, როგორც ნაკლებად მნიშვნელოვანი – განსაკუთრებით კლიმატის კრიზისისა და ომის გათვალისწინებით. ბევრ ახალგაზრდას საერთოდ არ სურს ბავშვების ყოლა.
მო გავდატი ძალზე რადიკალურ პროგნოზებს აკეთებს, თუმცა იგი თავის სიმართლეში დარწმუნებულია:
„კაცობრიობის ისტორიაში არასოდეს ყოფილა ასეთი სრულყოფილი შტურმი“, – მიიჩნევს იგი.
”ეკონომიკური კრიზისები, გეოპოლიტიკური ძვრები, გლობალური დათბობა, კლიმატის ცვლილება, ხელოვნური ინტელექტის იდეა მთლიანობაში, ეს არის სრულყოფილი ქარიშხალი. დაუცველობის სიღრმე არასოდეს ყოფილა ასეთი ინტენსიური. თუკი მართლა გიყვართ თქვენი შვილები, მაშინ მათ ყოველივე ამისთვის იმეტებთ?” – არის მისი არგუმენტი.
„მთელი ჩემი კარიერა უკავშირდება საზოგადოებისთვის ტექნოლოგიების ათვისებას. ახლა ჩვენ ვდგავართ უდიდესი გამოწვევის წინაშე, რომელიც კი კაცობრიობას ოდესმე ჰქონია“ – თქვა გავდატმა.
წამყვანი ტექნოლოგის სხვა ციტატები, ზემოთ ნახსენები ინტერვიუდან:
„ხელოვნური ინტელექტი ტექნოლოგიური მიღწევების მწვერვალია და მჯერა, რომ ის უპრეცედენტო სახით აყალიბებს მომავლის სამყაროს“.
„ციფრული ინტელექტი იმდენად მომწიფებულია, რომ მან საკუთარი სიცოცხლე მოიპოვა და იგი თქვენ გაიძულებთ, რომ მას მიმართოთ, იმის ნაცვლად, რომ აკონტროლოთ იგი“, –
„აუცილებელია, რომ ჩვენ ვიცოდეთ, როგორ შეიძლება ამის გაკეთება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვრისკავთ, რომ ჩამოვრჩებით“
…
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ტექნიკური ინდუსტრიის ლიდერი ავრცელებს ასეთ გაფრთხილებას. ამ წლის დასაწყისში, ელონ მასკმა, Apple-ის თანადამფუძნებელმა სტივ ვოზნიაკმა და კიდევ მთელმა რიგმა მკვლევარებისა ხელი მოაწერეს ღია წერილს, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიას მოუწოდებს, ექვსი თვით გადადოს შემდგომი ინოვაციების განვითარება. ინდუსტრიას და მომხმარებლებს უნდა მიეცეთ დრო უახლესი მიღწევების გასააზრებლად.
ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების ცენტრმა ასევე გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ “ხელოვნური ინტელექტისგან გამოწვეული გადაშენების რისკის შერბილება უნდა იყოს გლობალური პრიორიტეტი, სხვა საზოგადოებრივ რისკებთან ერთად, როგორებიცაა პანდემია და ბირთვული ომი”.
ასევე სემ ალტმანი OpenAI-ის CEO, რომელმაც ძალზე პოპულარული ჩატბოტი ChatGPT გამოიგონა, სიფრთხილის მომხრეა და „არსებით რისკზე“ საუბრობს.
რედაქციისგან: არის თუ არა ყოველივე ეს პანიკისა და შიშის თესვა კაცობრიობის გამრავლების შესამცირებლად და „ახალი წესრიგის“ დასამყარებლად? თუ, ნამდვილად გულახდილები არიან ტექნიკის მეცნიერები? – ამ კითხვებზე პასუხი ღიად რჩება.